ირაკლი ზარქუა - საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გალაშქრებას ვხედავდით, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება ჩამოენგრიათ და ისეთი მარიონეტები დაესვათ, როგორც მოლდოვას და უსამშობლოებს ჰყავთ
„პრემიერ-მინისტრის წერილი იმ უმსგავსობაზე იყო, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ხდება, სადაც დღისით და მზისით აქტივისტებს პოლიცია ხელკეტებით დაუპირისპირდა და ძაღლები მიუსია, ამაზე რეაგირება არც ერთმა საჯარო პირმა არ მოახდინა“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს ევრობიუროკრატებისა და ევროჩინოვნიკების უსამართლობაზე, ორმაგ სტანდარტსა და უნამუსობაზე.
„ჩვენთან რომელიმე აქტივისტს ფეხი რომ გადაუბრუნდეს, ჯერ უსამშობლოების ადგილობრივი წარმომადგენლობა და შემდეგ მათი პატრონები ბრიფინგს ბრიფინგზე გამართავენ. შემდეგი ტალღა იქნებოდა ელჩების განცხადებები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას ვერ იტანენ.
მესამე ტალღა იქნებოდა ევროჩინოვნიკების – რაისა კომუნისტკას, კუბილიუსა ვარსკვლავთმრიცხველის, თავქარიანი კალასი და უილსონის განცხადებები. უილსონმა თქვა, საქართველო ანაკლიის გავლით რუსეთს იარაღს აწვდისო. აი, ამ კომპეტენციის, მიდგომის და შემართების ადამიანები დაეწყობოდნენ და დაგმობდნენ საქართველოს ხელისუფლებას. იქ, სადაც ეს ტრაგედია ტრიალებდა, ამაზე დღემდე ხმა არ ამოუღიათ და არც შეიმჩნიეს. ეს არის მათი უსამართლობის და ორმაგი სტანდარტის ლუსტრაცია.
გერმანიის ელჩი გარბოდა და ჟურნალისტებს ემალება, რომ ამ თემაზე არ ეპასუხა. სად არის ჰერჩინსკი? – გამოვიდეს, აბა. ევროკავშირის წარმომადგენელი ხომ არის საქართველოში? ის, რაც დანიაში მოხდა, დაგმო? – დაგმობს და მასაც დაგმობენ. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ არაფერს წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გალაშქრებას ვხედავდით, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება ჩამოენგრიათ და ისეთი მარიონეტები დაესვათ, როგორც კიშინიოვს, მოლდოვას და ასეთ უსამშობლოებს ჰყავთ. ეს არის ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ ნიღაბი ევრობიუროკრატებს, მათ უსამართლობას და უნამუსობას ჩამოვხსენით“, – განაცხადა ზარქუამ.
1779262597
ახალი ამბებითბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევა...
1779262084
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს „შუა დერეფნის“ ნაწილია, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას
ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორი...
1779259960
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი, უახლოეს მომავალში ჩვენი მონაწილეობით შეხვედრა შედგება სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საქმიანი და საინტერესო...
1779259160
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...
1779257860
ახალი ამბებიპრემიერი: ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, მჯერა, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში, თქვენმა შრომისმოყვარეობამ, ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და მათ ყველა დასახული მიზნის მიღწევას უსურვებს. „ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო...































