მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა.

 

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომისიის თანათავმჯდომარეები არიან უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, 1 ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779263951

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღეს უშუალოდ პატიმრების რაოდენობა არის 8 700, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 21 000 ჰყავდა, მოსახლეობის 10% კრიმინალად ჰყავდათ გამოცხადებული

მსჯავრდებულთა რაოდენობაში შედის არა მხოლოდ პატიმრები, არამედ პირობითი მსჯავრის მქონე პირები, ყველა, ვიზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მათი რაოდენობა არის 22 000, თუმცა პატიმრების – 8 700, - ა...

შალვა პაპუაშვილი

1779262597

ახალი ამბები

თბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა

„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევა...

ძუძუს კიბო

1779262084

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს „შუა დერეფნის“ ნაწილია, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორი...

შალვა პაპუაშვილი

1779259960

ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე: დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი, უახლოეს მომავალში ჩვენი მონაწილეობით შეხვედრა შედგება სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საქმიანი და საინტერესო...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1779259160

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

ცენტრალური კრიმინალური პოლიცა