ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – ნიდერლანდული ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)
მატჩების განრიგი
2 ივნისი, 21:00 | საქართველო – რუმინეთი
5 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბაჰრეინი
1779264341
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრიუსელი კიდევ ერთხელ დამარცხდა საქართველოსთან, ეს არის ქართველი ხალხის კიდევ ერთი გამარჯვება
სიძულვილის კამპანიის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა მნიშვნელოვანი და სრულად მისასალმებელია, კანონმდებლობა უკვე გარკვეული პერიოდია, რაც საქართველოს პარლამენტმა მოიყვანა შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან...
1779263951
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს უშუალოდ პატიმრების რაოდენობა არის 8 700, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 21 000 ჰყავდა, მოსახლეობის 10% კრიმინალად ჰყავდათ გამოცხადებული
მსჯავრდებულთა რაოდენობაში შედის არა მხოლოდ პატიმრები, არამედ პირობითი მსჯავრის მქონე პირები, ყველა, ვიზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მათი რაოდენობა არის 22 000, თუმცა პატიმრების – 8 700, - ა...
1779262597
ახალი ამბებითბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევა...
1779262084
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს „შუა დერეფნის“ ნაწილია, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას
ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორი...
1779259960
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი, უახლოეს მომავალში ჩვენი მონაწილეობით შეხვედრა შედგება სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საქმიანი და საინტერესო...































