საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ბრაზილიის სენატსა და დეპუტატთა პალატაში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ბრაზილიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე ნელსინიო ტრადისთან, დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლუის ნიშიმორისთან და დეპუტატთა პალატის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მაურისიო კარვალიოსთან. შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საპარლამენტო თანამშრომლობის გამყარების მიზნით, მნიშვნელოვან ფორმატს რეგულარული ერთობლივი საკომიტეტო სხდომების გამართვა წარმოადგენს და ეს შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ორმხრივი ვიზიტების ფარგლებში წარიმართოს.

შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ბრაზილიელ კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბრაზილიელი კანონმდებლების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება და შესაბამისად, მათი პოზიცია ურყევი იქნება.

შეხვედრებზე საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიელ კოლეგებს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები გააცნეს, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელს აღწევს. საუბარი ასევე შეეხო როგორც ბრაზილიაში, ასევე ლათინურ ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას ყურადღება ასევე გამახვილდა მისი როგორც სატრანზიტო დერეფნის და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განათლების კომიტეტში შეხვედრისას აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გამყარების მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება ქართული და ბრაზილიური უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა და განათლების რეფორმების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

ბრაზილიის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბრაზილიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს კლაუდიო კაჟადუს შეხვდნენ. მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელების შეხვედრისას მხარეები დინამიური თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, შემოდგომაზე ბრაზილიის პარლამენტში საქართველოს დღეების, ხოლო მომავალ წელს საქართველოს პარლამენტში ბრაზილიის დღეების ღონისძიება გაიმართება.

საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ზურაბ მჭედლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755771291

ახალი ამბები

ავარია ქედაში - დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1755770580

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნების“ გუნდიც და საზოგადოებაც მყარად დგას, არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს

„ბატონი ანიტა, რომელიც უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა საზოგადოების თვალში და პოლიტიკაშიც, თუ მას შეიძლება პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ვუწოდოთ, იმასაც კი ვერ ბედავს, რა დავალებაც მიიღო, გააჟღეროს“, – ა...

არჩილ გორდულაძე

1755768445

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალადობრივი ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება

„ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართუ...

ბაჩო ოდიშარია

1755766820

ახალი ამბები

საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს

ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასე...

სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება

1755765586

ახალი ამბები

კახა კალაძე - ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში

თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. მისი სიმღერები სავსე იყო...

კახა კალაძე