გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდას სთავაზობს, გასულ წელს კი 60-მდე სტაჟიორიდან, დაახლოებით 20 სამინისტროში დასაქმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდას შესთავაზებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, უწყებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია დეფიციტური სპეციალობები - ჰიდროლოგია, გეოლოგია, სურსათის უვნებლობა და ვეტერინარია.

„პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივად სჭირდება დეფიციტური მიმართულების სპეციალისტები, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და შემდგომში დასაქმდნენ ჩვენს სისტემაში“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

სამინისტროს განცხადებით, გასულ წელს, ანალოგიური პროგრამის ფარგლებში, სამინისტროში სტაჟირება 60-მდე ახალგაზრდამ გაიარა, მათგან კი დაახლოებით, 20 უკვე სამინისტროს სისტემაში მუშაობს.

„სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2025 წლის 1-10 სექტემბრის პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე - www.hr.gov.ge. ერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე - userhr@gov.ge“, - აცხადებენ სამინსიტროში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755766820

ახალი ამბები

საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს

ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასე...

სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება

1755765586

ახალი ამბები

კახა კალაძე - ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში

თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. მისი სიმღერები სავსე იყო...

კახა კალაძე

1755764891

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლ...

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

1755764519

ახალი ამბები

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ია ფარულავა: იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები

„იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები“, - ამის შესახებ, ძალადობრივი აქციების ორგანიზატორმა ია ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, ალასკაზ...

საზოგადოება

1755762198

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შ...

ააა