პრეზიდენტი: ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო, თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი

ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილესა და აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს აკადემიის 106 წლის იუბილე მიულოცა და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, სიტყვით მოგმართოთ ღირსეულ, მამაც და პატრიოტ მამულიშვილებს, ჯარისკაცებს, ვინც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე ძვირფასს - ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას იცავთ. დღეს ჩვენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმიანობაში. განსაკუთრებით გილოცავთ კურსდამთავრებულებს, ვინც იმ დიდებული ქართველი ოფიცრების რიგებს უერთდებით, რომელთა სიმამაცეზე, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმზე იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ქვეყნის ღირსება და უსაფრთხოება!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებას და სამშობლოს უანგარო სიყვარულს.

„თქვენ ხართ ადამიანები, ვინც უნდა იყოს ქართული, პატრიოტული, შეუდრეკელი სულის მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისთვის. ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებასა და სამშობლოს უანგარო სიყვარულს. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გერქვას ღირსეული ჯარისკაცი, ნიშნავს რომ განუხრელად იცავდე ამ პრინციპებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და უწყების თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის. მიხარია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გაიზარდონ უმაღლესი დონის ოფიცრები. პროფესიული მომზადების მიღმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენთუზიაზმს, სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ ქვეყნის შვილებს ისტორიულად მოგვდგამს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე სამშობლოს დაცვას ეხება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. ასევე, მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, აკადემიის ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755766820

ახალი ამბები

საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს

ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასე...

სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება

1755765586

ახალი ამბები

კახა კალაძე - ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში

თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. მისი სიმღერები სავსე იყო...

კახა კალაძე

1755764891

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლ...

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

1755764519

ახალი ამბები

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ია ფარულავა: იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები

„იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები“, - ამის შესახებ, ძალადობრივი აქციების ორგანიზატორმა ია ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, ალასკაზ...

საზოგადოება

1755762198

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შ...

ააა