ივნისში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა

ივნისში საქართველოში რუსეთის 90,239 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 503%-ით მეტია. რუსეთის მოქალაქეებმა გასული თვის ვიზიტორთა ნაკადის 23% შეადგინა.

მთლიანობაში ივნისში ქვეყანაში 387,781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობა 2019 წლის 53%-ზე აღდგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით რუსეთის შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს თურქეთი, საიდანაც 62,000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოში შემოვიდნენ:

1) რუსეთი - 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503%
2) თურქეთი - 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110%
3) სომხეთი - 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365%
4) საქართველო (არარეზიდენტი) - 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104%
5) ისრაელი - 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%
6) უკრაინა - 15 273 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან -1%
7) ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 96%
8) აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89%
9) ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 222%
10) საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72%
11) ირანი - 9 454 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 599%
12) უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 106%
13) გერმანია - 5 557 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 240%
14) პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%
15) აშშ - 3 195 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87%

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 253,000 ვიზიტორი სახმელეთო გზით, 131,500 კი საავიაციო გზით შემოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ეს იმიტომ ხდება ძვირფასო ელჩო, რომ მთლიანად ატლანტიკური დასავლეთი საქართველოში 30 წელია ეყრდნობიან და მხარს უჭერენ მმართველ პერსონებს იგივე შევარდნაძე–სააკაშვილ—ივანიშვილს და მათგან დანიშნულ ვაი–ოპოზიციებს"

🔵"უსამშობლო და უღმერთო" - ირაკლი კობახიძე აქციის ორგანიზატორებზე

🔵უსუფაშვილი: დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790529939

ახალი ამბები

იონათამიშვილი პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!

 „თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...

რატი იონათამიშვილი

1790527143

ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...

ღონისძიება

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე