კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ისევ მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან ეს არის პოლიტიკური ნება
„ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული შანტაჟი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც სასამართლო არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას აღნიშნა.
კახა კალაძის თქმით, როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, აღნიშნულ პროცესს ბიძინა ივანიშვილი მოიგებს, თუმცა, დიდი ალბათობით აღსრულება არ მოხდება.
„რა თქმა უნდა, შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანი ქვეყნის ინტერესების დათმობა იყო, მაგრამ მან პრინციპული პოზიცია დაიკავა, რადგან საქმე ქვეყანას და მის მომავალს ეხებოდა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც, პირველ რიგში, საქართველოსა და ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული.
დღეს, ყველა კარგად ხედავს, რომ ადგილი აქვს შანტაჟს და ეჭვიც არავის უჩნდება. ყველა სასამართლო დავა, რაც ბატონ ბიძინას სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდა, მოიგო, მაგრამ თანხა არ დაუბრუნეს. დიდი ალბათობით, აღნიშნულ სასამართლო პროცესზე იგივე დამოკიდებულება ექნებათ - ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს, მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, რომელსაც არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებენ. ვიცით რა პროცესები მიდის - არსებობენ არაფორმალური მმართველები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილის შესახებაც, სადაც საუბარია ამერიკულ სანქციებზე.
„რაც გინდათ ის დაარქვით - გინდ სანქციების მუშაობა, გინდ არმუშაობა. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი დგას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩვენც დაგვიწესა სანქციები და არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა. როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. მე რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად შევძლო, ჩემი ქვეყნის ინტერესები უნდა დავთმო, მივუერთდე სანქციებს, რითაც დავაზიანებ ქართველ ხალხს, ქართულ ეკონომიკას, სახელმწიფოებრიობას და ა.შ. ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, ისეთი უსამართლობები ხდება, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1763706663
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, რამდენად უღირთ ებრძოლონ ბიძინა ივანიშვილის, არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემის სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დავარდა
რამდენად უღირს დიფ სთეითს, ებრძოლოს ბიძინა ივანიშვილის, რომ არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიულ საბანკო სისტემას სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დაუვარდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...
1763704349
ახალი ამბებისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის შს მინისტრი ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, ეწვია. ვიზიტის ფარგლებ...
1763703909
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ იქნება. მისი თქმით, ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ აღნიშნულ საკითხზე უცხოეთიდან დაქი...
1763702399
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 2019 წელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, 2019 წლის 23 ივნისს განსაკუთრებული სისას...
1763700296
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე: სახელმწიფო ვალდებულია, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც იქნება დაფუძნებული რეაბილიტაციაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რესოციალიზაციაზე
სახელმწიფო ვალდებულია, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც იქნება დაფუძნებული რეაბილიტაციაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რესოციალიზაციაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვნები არიან კონფლიქტში...































