შალვა პაპუაშვილი: ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანია ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რათა საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ

ვფიქრობ, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ყველაზე ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული – ავაზაკური რეკეტი. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე, რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხელის გულზე დევს სინამდვილეში, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რათა მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„ფაქტია, იმდენად გავლენებს ექვემდებარება სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ, პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ის საკითხი, ვის ჰქონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ა.შ. ხელის გულზე დევს სინამდვილეში, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რათა მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამ მცდელობებს ჩვენ დიდი ხანია, ვაკვირდებოდით.

ვაკვირდებოდით მათ შორის მაშინ, როდესაც ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო. გახსოვთ, აშშ-ის მაშინდელი ელჩი როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არმყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში, ესეც მიანიშნებს იმაზე, რა ძალები არიან ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763708993

ახალი ამბები

კახა კალაძე საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის ფარულ შეხვედრაზე: არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან მსგავსი ტიპის ქმედებებს, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი

„არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან ამ ტიპის ქმედებებს და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის სერგი კაპანაძისა და ს...

კახა კალაძე

1763706663

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, რამდენად უღირთ ებრძოლონ ბიძინა ივანიშვილის, არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემის სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დავარდა

რამდენად უღირს დიფ სთეითს, ებრძოლოს ბიძინა ივანიშვილის, რომ არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიულ საბანკო სისტემას სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დაუვარდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...

ააა

1763704349

ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის შს მინისტრი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, ეწვია. ვიზიტის ფარგლებ...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის შს მინისტრი ეწვია

1763703909

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არანაირი ტერმინი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ იქნება. მისი თქმით, ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ აღნიშნულ საკითხზე უცხოეთიდან დაქი...

შალვა პაპუაშვილი

1763702399

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 2019 წელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, 2019 წლის 23 ივნისს განსაკუთრებული სისას...

პოლიცია