კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დაშლას გმობდნენ, დანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან მათ ამის მითითება არ აქვთ. ამის შესახებ მან სხვადასხვა ქვეყანაში აქციების დაშლასა და მათზე რეაგირების ფორმების შეფასებებისას განაცხადა.

„ნუ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ რაიმე რეაგირება ექნებათ ან რაიმე კომენტარს გააკეთებენ. ეს მხოლოდ დანიას არ ეხება. მაგალითად, ბერლინში როდესაც იმართება მიტინგები, გამოსვლები, ვხედავთ, როგორ მოქმედებენ პოლიციელები, როდესაც მათ შეურაცხყოფას მიაყენებენ. ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს. მათ ამის უფლება არ აქვთ, რადგან არ არის მითითებები. იმ „დიფ სთეითის“ და არაფორმალური მმართველების გავლენის ქვეშ არიან, რითაც დღეს იმართება მთელი მსოფლიო. მათი წარმომადგენლები არიან და ვიცით, რა გამოწვევების წინაშეც დგას დღეს მსოფლიო. ელჩების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა, გარედან წამოსული დავალებებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი დაგმობის ნაცვლად, პირიქით, ახალისებდა საზოგადოებაში სიძულვილისა და პოლარიზაციის გაღრმავებას.

„გახსოვთ, რომელიმე იმ ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი, რომელიც აქტიურობდა თუნდაც საპარლამენტო არჩევნების ან აქციების დროს, გამოსულიყო და გაეკეთებინა თუნდაც ერთი განცხადება, რომლითაც მომიტინგეების ქმედებებს დაგმობდნენ? ვიხილეთ, როგორ ესროდნენ პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას. არ მახსოვს ერთი განცხადება გაკეთებულიყო და რომელიმეს დაეგმო აღნიშნული ქმედებები. პირიქით, ახალისებდნენ, ხელს უწყობდნენ, რომ პოლარიზაცია გაღრმავებულიყო; საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდეს, რევოლუციური სცენარი განხორციელდეს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათი ჩართულობით, უშუალო თანამონაწილეობით იმართებოდა ის პროცესები, რომლებიც ვითარდებოდა საქართველოში“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779093225

ახალი ამბები

შარმანაშვილი კშიშტოფ ბრეიზას განცხადებაზე: კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!

„კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ ეს ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. ასე გამოეხმაურა დეპუტატი დამოუკიდებელ მედიაზე თავდამს...

თენგიზ შარმანაშვილი

1779092298

ახალი ამბები

მდინარაძე 26 მაისის აქციაზე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე, სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ უბედურება აგვეცილებინა თავიდან

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს,...

მამუკა მდინარაძე

1779090808

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ

მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხე...

მამუკა მდინარაძე

1779088484

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...

მამუკა მდინარაძე

1779088108

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი