დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?
„წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი?“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, ოპოზიციური ძალები ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს პოლიტიკური ბრალდებებისთვის იყენებენ.
„ანუ, გუშინდელი თემა გრძელდება. წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ - „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი? დღეს კობახიძეა ერთპიროვნულად დამნაშავე იმაზე, თუ როგორ და რატომ დაცარიელდა ეტაპობრივად 1700 ქართული სოფელი, მათ შორის „ქვების ხროვად“ შერაცხული? რატომ ვეღარ „ძოვენ“ გლეხის ამარა დარჩენილ რეგიონებში საკმარისი რაოდენობის გემრიელი „ჩიჩიები“, რათა 2 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე თავკომბალა თბილისი გამოკვებონ იაფი და ხარისხიანი სოფლის პროდუქციით? რათა საღამოს, სახლში დაბრუნებული იმ 600 ათასი ავტომანქანის მძღოლმა - მთელი დღის განმავლობაში წრეებს რომ ურტყამენ თბილისის ქუჩებს - ხარისხიანი და იაფი კატლეტი მიირთვან? ამ ყველაფრის გამო - მავნებლებმა, მოღალატეებმა და უსამშობლოებმა - კობახიძეს ვერდიქტი გამოუტანეს ღალატში? თანაც - მისივე მომხრეების სახელით? იმავე სოფლის მეურნეობაში ქვეყანაში არსებული სირთულეები, რომელთა ხანდაზმულობა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ირაკლი კობახიძე გამოჩნდებოდა ქართულ პოლიტიკაში, გამრავლებული გემოდაკარგულ კვერცხზე - დღეს კობახიძის „ღალატის“ ფორმულაშია ასახული? და რომელი ხართ ის მშიერი და პირში გემოდაკარგული „ქართველი ხალხი“ - ვინც ამაში მას ერთპიროვნულ ბრალს სდებთ?“, - წერს ქართველიშვილი.
1777454069
ახალი ამბებისპორტის მინისტრი მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიოს მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველ...
1777453342
ახალი ამბებიპრემიერი: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება
განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინის...
1777453195
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია, ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში
„ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1777451796
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება
„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კ...
1777451714
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება
რადიკალებმა კარდაკარ სიარული რომ დაიწყეს, ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...































