ირაკლი კობახიძე: ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია, ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში

„ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა შეაფასა გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა მდინარაძეს ძალაუფლება ჩამოერთვა.

„იგივე წარმატებით იგივე ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის უფრო სუსტი ნებისმიერი მინისტრის თანამდებობასთან შედარებით. ზუსტად იგივეა, ანალოგიურად, ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. ძალიან მარტივია სინამდვილეში ეს ყველაფერი. აქაც ახერხებენ კონკრეტული ადამიანები სპეკულირებას.

სამართალდამცავი ორგანოები არის ძალიან სპეციფიური. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც, მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა საერთო კოორდინაციის ფუნქციას, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ეს ფუნქცია, რეალურად, ჩვენგან ჰქონდა მინიჭებული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, არ იყო რაღაც ეტაპზე ფორმალიზებული და გადავწყვიტეთ ამის ფორმალიზება, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ამოცანის ფორმალიზება გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777454069

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიოს მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველ...

სპორტის მინისტრი

1777453740

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?

„წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაც...

დავით ქართველიშვილი

1777453342

ახალი ამბები

პრემიერი: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება

განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინის...

ირაკლი კობახიძე

1777451796

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება

„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კ...

ირაკლი კობახიძე

1777451714

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება

რადიკალებმა კარდაკარ სიარული რომ დაიწყეს, ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...

დავით მათიკაშვილი