პრემიერი: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება

განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მიზეზი სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით კონკრეტული ჯგუფების მიერ მეორეხარისხოვანი თემებით სპეკულაციის.

„თვითონვე იკარგებიან ხოლმე საკუთარ ვერსიებში. ჯერ ჰქონდათ სრულიად სხვა ვერსია, ახლა განავითარეს სრულიად სხვა ვერსია. რეალურად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. სინამდვილეში ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში. პირველ რიგში, როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და სხვები და საუბრობენ, მაგალითად სამინისტროზე, ეს უკვე აჩვენებს იმას, თუ რამდენად არაკომპეტენტურები არიან ისინი. სინამდვილეში არის ერთადერთი განსხვავება მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, რომ მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის არის დაკავებული კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით სამინისტროს გარეშე. სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე ჩვენი კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად. როდესაც ასეთ დროს პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები თუ სხვები საუბრობენ იმაზე, რომ სამინისტრო არის სუსტად წარმოდგენილი, ეს უკვე მათ კომპეტენციაზე მეტყველებს. სინამდვილეში შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც არის აღჭურვილი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით და ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქცია. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, იმდენად მკაფიოა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს ეს თანამდებობა და ეს კონკრეტული ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777454069

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიოს მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველ...

სპორტის მინისტრი

1777453740

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ „ღალატის“ ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?

„წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაც...

დავით ქართველიშვილი

1777453195

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია, ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში

„ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1777451796

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება

„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კ...

ირაკლი კობახიძე

1777451714

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება

რადიკალებმა კარდაკარ სიარული რომ დაიწყეს, ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...

დავით მათიკაშვილი