გიორგი გამსახურდია: „ნაცმოძრაობას“ უცხო ძალების დაკვეთით სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი - ეს არა მარტო ასაკრძალი პოლიტიკური ძალაა, არამედ კანონის სრული სიმკაცრით არიან დასასჯელები
გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
გამსახურდია აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უცხო ძალების (რუსეთის) დაკვეთით საქართველოს სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. მისივე თქმით, ეს პოლიტიკური ძალა არა მხოლოდ ასაკრძალია, არამედ კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
ამასთან, გამსახურდია სახელმწიფო ინსტიტუტებს მადლობას უხდის.
„უხსოვარი დროიდან ვიძახი, რომ ნაცმოძრაობა პუტჩისტების სულიერი და პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. ჯერ მათ მამებს და თვითონ, უცხო ძალების (რუსეთის) დაკვეთით საქართველოს სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი და ახლაც ზუსტად იმავეს აკეთებდნენ და აკეთებენ. ეს არის არა მარტო ასაკრძალი პოლიტიკური ძალა არამედ, კანონის სრული სიმკაცრით არიან დასასჯელები. ისეთი მკაცრი სასჯელით, რომ არავის ხელი სამომავლოდ აღარ წაუცდეს. როგორ შეიძლება, საერთოდ ამათი თავისუფლებაზე ყოფნა, ამ სამშობლოს გამყიდველების? ჩემგან, როგორც პუტჩისტებისგან, ერთი დაზარალებული ოჯახის წევრის მხრიდან, მადლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამათზე სამაგალითო პასუხის გაცემისათვის“, - წერს გამსახურდია X-ზე.
1762429966
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით
„ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული...
1762428923
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი ზეწოლას, ბულინგს არ ექვემდებარება, მით უმეტეს, ხელისუფლება
ევროკომისიის დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ანტიქართული განცხადება. მათ თავი ვერ შეიკავეს და ანგარიში აშკარა ტყუილებით გაავსეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და...
1762427258
ახალი ამბებიკახა კალაძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, არის ევროპული კანონები და არა ევროპული ბიუროკრატია
„როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ჯანსაღი შეფასება ხდება პოლიტიკის გარეშე, საქართველო ყოველთვის მოწინავე ქვეყანაა, ხოლო როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე ვისმე...
1762425371
ახალი ამბებიპროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, - ამის შესახებ საქ...
1762423185
ახალი ამბებითამთა სოფრომაძე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე: ყოველთვის ფრთხილი მიდგომით ვიღებთ გადაწყვეტილებებს
„ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისას არის მაკროეკონომიკური პროგნოზი, როგორ ხედავენ, მომავალში რა დონეზე იქნება ინფლაცია და ამის საპირწონედ იღებენ დღეს გადაწყვე...




























