კახა კალაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა ამ საკითხში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ჩვენი მეგობრობა უკვე 26 საუკუნეს ითვლის. საქართველოსთვის ისრაელი ძალიან ძვირფასია და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში. მინდა, წარმატებები გისურვოთ. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ, ნებისმიერ თემაზე პირადად მომმართოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ კახა კალაძეს თბილისის მერად მესამე ვადით არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. დიდი სურვილი მაქვს, გამონახოთ დრო და ეწვიოთ ისრაელს ოფიციალური ვიზიტით. დარწმუნებული ვარ, იერუსალიმის, თელავივისა და ჩვენი სხვა ქალაქების მერები ბედნიერები იქნებიან თქვენი ვიზიტით. ვარკვირდები რა თბილისს, ვხედავ ძალიან დიდ მსგავსებას იერუსალიმთან, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ჩვენს ქალაქებს შორის ურთიერთობების დიდი პოტენციალი. ასევე, თელ-ავივი არის განვითარებული, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ქალაქი. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობისთვის ბევრ შეხების წერტილს მოვნახავთ. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან თბილისში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოხატა სრული მზაობა თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762429966

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით

„ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული...

კახა კალაძე

1762428923

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი ზეწოლას, ბულინგს არ ექვემდებარება, მით უმეტეს, ხელისუფლება

ევროკომისიის დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ანტიქართული განცხადება. მათ თავი ვერ შეიკავეს და ანგარიში აშკარა ტყუილებით გაავსეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და...

დავით მათიკაშვილი

1762427258

ახალი ამბები

კახა კალაძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, არის ევროპული კანონები და არა ევროპული ბიუროკრატია

„როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ჯანსაღი შეფასება ხდება პოლიტიკის გარეშე, საქართველო ყოველთვის მოწინავე ქვეყანაა, ხოლო როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე ვისმე...

კახა კალაძე

1762425371

ახალი ამბები

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

 სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, - ამის შესახებ საქ...

პროკურატურა

1762423185

ახალი ამბები

თამთა სოფრომაძე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე: ყოველთვის ფრთხილი მიდგომით ვიღებთ გადაწყვეტილებებს

„ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისას არის მაკროეკონომიკური პროგნოზი, როგორ ხედავენ, მომავალში რა დონეზე იქნება ინფლაცია და ამის საპირწონედ იღებენ დღეს გადაწყვე...

თამთა სოფრომაძე