კახა კალაძე: ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით
„ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია.
მისი თქმით, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის.
„ყველა შეფასებით, რომელიც კეთდება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა კრიტერიუმით: რეფორმების განხორციელება, ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის სიმარტივის მაჩვენებელი, გამჭვირვალობა და ა.შ.
როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება ცრუ განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის. ამ განცხადებებს ვისმენთ ვისგან? - ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე არსებულ რეჟიმს და პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ, ხოლო დღევანდელ მოცემულობას აფასებენ, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით უკანგადადგმულ ნაბიჯად. ეს არის რეალობა.
ხალხი ამ ყველაფერს ხომ ხედავს და აფასებს? საკუთარ თავზე გრძნობს, რა იყო მანამდე და დღეს რა ვითარება გვაქვს. შესაბამისად, საზოგადოების დამოკიდებულება გამოიხატება არჩევნებზე და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1762423185
ახალი ამბებითამთა სოფრომაძე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე: ყოველთვის ფრთხილი მიდგომით ვიღებთ გადაწყვეტილებებს
„ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისას არის მაკროეკონომიკური პროგნოზი, როგორ ხედავენ, მომავალში რა დონეზე იქნება ინფლაცია და ამის საპირწონედ იღებენ დღეს გადაწყვე...
1762420922
სპორტივილი სანიოლმა ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა⚽
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩე...
1762417380
ახალი ამბებიგორდულაძე: დემოკრატიული უკუსვლა იმ გაერთიანებაშია, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის ხელწერა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა
„დიფ სთეითის“ ევრობიუროკრატიის ხელში შანტაჟის ერთადერთი მექანიზმი ქართველ ხალხზე ზეწოლის განსახორციელებლად დარჩენილიავიზალიბერალიზაცია, ყველაფერს აკეთებენ, როგორმე, ქართველი ხალხი დასაჯონ იმ გადაწყვე...
1762416814
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალა...
1762414321
ახალი ამბებიცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ადაპტაციურობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგ...






























