კახა კალაძე: გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს
რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?! - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.
კახა კალაძის თქმით, არაფერია იმაში ცუდი, რომ ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა თავისი სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც გადაუხადა.
„ცუდი რა არის იმაში, როდესაც სპორტსმენი გამოხატავს მადლიერებას სახელმწიფოს მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ სპორტის მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შედეგები რაც მივიღეთ კალათბურთში, ფეხბურთში, ძიუდოში ან სპორტის სხვა სახეობებში, ეს შემთხვევით მოვიდა? ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის შედეგი, რომ სპორტსმენებმა იშრომეს თავდაუზოგავად, მათთვის შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პირობები. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის. მაგალითად, ფეხბურთელი რომელიც საზღვარგარეთ რომელიმე კლუბში თამაშობს და თავის ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდის, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ აჩვენოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები.
გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს. საბედნიეროდ, მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობაში. ხოლო ქვეყნის უმრავლესობა რეალურად ხედავს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოში მარცხდება და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1764312398
ახალი ამბებისამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...
1764311714
მსოფლიოაშშ 19 ქვეყნიდან მიღებული მიგრანტების გრინ-ქარდებს გადაამოწმებს
შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ხელმძღვანელმა ჯოზეფ ედლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის უწყებას დაავალა, ჩაატაროს „სრულმასშტაბიანი და საფუძვლიანი ხე...
1764311070
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
28 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც მზიანი დღ...
1764308967
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, გაბედეს მსგავსი რეზოლუციის მიღება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი მისასალმებელია. „მისას...
1764307260
ახალი ამბებიპუტინის განცხადებით, ყირიმისა და დონბასის სტატუსი მოლაპარაკების საკვანძო საკითხი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ყირიმისა და დონბასის სტატუსი საკვანძო საკითხი იქნება. „იურიდიული შეკითხვა მაქვს: შტატების გეგმაში ნა...































