კახა კალაძე: წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის - ეს არის შედეგი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა
„წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის - ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე - GFF Awards 2025-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას მერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.
მერმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას ქვეყანაში ნებისმიერი სფეროს და მათ შორის, სპორტის განვითარების საქმეში.
„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რა გაკეთდა ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთის მიმართულებით. მე დავიწყებდი იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მშვიდობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, თუმცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი - „ქართული ოცნება“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, დავიცვათ მშვიდობა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა; ყველა წარმატება, რაც გვქონდა ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთში, სპორტში, შემთხვევითი არ არის. შემთხვევით არაფერი ხდება. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის სიხარული, რომელიც ქვეყანას ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ მოუტანა.
„მინდა, ყველა სპორტსმენს, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს, იმ სიხარულისთვის, რომელიც ქართველ ხალხს აჩუქეს. ყველას გვახსოვს ის შესანიშნავი წუთები, როდესაც სრულიად საქართველო თვალცრემლიანი და ბედნიერი იყო ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით. როგორი ბედნიერები ვიყავით, როდესაც ჯგუფიდან გავედით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წარმატება გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, მის გუნდს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რადგან სწორი მენეჯმენტით მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს თქვენი დიდი დამსახურებაა. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოდის სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ გამოავლინოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. ყველა პირობაა შექმნილი როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ისე ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იზრუნოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული სიყვარულისთვის.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული სიყვარულისთვის სპორტის და ფეხბურთის მიმართ. ეს მხარდაჭერა იგრძნობა ყველაფერში - გაკეთებულ საქმეებში, სამომავლო პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება სპორტში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1766843401
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში თავად მონაწილეობას არ იღებდა: საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
„სუფთა „პრევენტიულად“ ინტერესდება გოგოტიშვილი, ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს „ჩაუშვებს“ - ახალაია აქაც „პრევენტიულად“ იშვერს ხელს გ...
1766837054
ახალი ამბები4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვ...
1766836549
ახალი ამბებითამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ. სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს
„მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხ...
1766834181
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა....
1766832245
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ახალაიაზე: თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული
თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მ...































