ირაკლი ჭეიშვილი ბაჩო ახალაიაზე: ახლა აბრალებს ბურჭულაძესა და მის თანამონაწილეს, რომ ისინი იყვნენ ამ ყველაფრის უკან და რატომღაც ამ ყველაფერში თავად არ მონაწილეობდა
„მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც კითხვის ნიშანი ექნება ბაჩო ახალაიას საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ნათელი და ცალსახაა, რომ ბაჩო ახალაია ყველაფერზე წამსვლელია, რათა ხელისუფლება დაიბრუნოს და ძალაუფლება თავიდან ჩაიგდოს ხელში.
„კონკრეტულად რაც შეეხება მის განცხადებას, ფაქტობრივად, თავისივე ჩართვაში აღიარა თანამონაწილეობა. ზოგადად, შნო უნდა მაგას, რომ თავის თავზე აიღო ის, რასაც ჩადიხარ. ახლა აბრალებს ბურჭულაძესა და მის თანამონაწილეს, თურმე, ისინი მართავდნენ ამ პროცესებს. ანუ, მათ ხელი დაადო. ახალაიამ ორივეს ხელი დაადო, რომ ისინი იყვნენ ამ ყველაფრის უკან და რატომღაც ამ ყველაფერში თავად არ მონაწილეობდა“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
მისივე თქმით, ეჭვი არავის ეპარება, რომ ახალაია და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი საქმეებით იყვნენ დაკავებული.
„ესენი არიან ხელისუფლების ხელში ჩაგდების წყურვილით შეპყრობილი ადამიანები. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის აქციაც თავიდან ბოლომდე მათი შესრულებულია. რა თქმა უნდა, აქტორები ჰყავდათ სხვა. ეს არის გარე ძალები, რომელთა გეგმას ასრულებდნენ ესენი. [პროცესს] ბაჩო ახალაია ვერ გაემიჯნება. მე არც პროკურორი ვარ და არც მოსამართლე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ჭეიშვილმა
1766844443
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ახალაიაზე: ამბობს, რომ ორგანიზებას ახდენდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა, გამოძიებამ ხელის გულზე დადო ყველაფერი, წუთების და წამების სიზუსტით
„ამბობს, რომ ორგანიზებას უკეთებდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდ...
1766843401
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში თავად მონაწილეობას არ იღებდა: საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
„სუფთა „პრევენტიულად“ ინტერესდება გოგოტიშვილი, ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს „ჩაუშვებს“ - ახალაია აქაც „პრევენტიულად“ იშვერს ხელს გ...
1766837054
ახალი ამბები4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვ...
1766836549
ახალი ამბებითამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ. სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს
„მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხ...
1766834181
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა....































