პრემიერი: ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები
„ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული ფეხბურთის წარმატება იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი.
„ძალიან მიხარია, რომ წლის შეჯამების ღონისძიებაში და ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაში ვმონაწილეობ. ეს წელი ნამდვილად წარმატებული იყო ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა შეინარჩუნა ადგილი B ჯგუფში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის. ახალგაზრდული ნაკრები იყო ასევე წარმატებული და პირდაპირი გაგებით, რამდენიმე წუთი დააკლდა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლამდე, ძალიან რთული ჯგუფიდან. ასევე ფუტსალი ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ასევე, ინდივიდუალური მიღწევებით იყო გამორჩეული ჩვენი ფეხბურთელები, ჩვენი ვარსკვლავები. ხვიჩა კვარაცხელია არის განსაკუთრებულად გამოსარჩევი, რომელმაც ყველაფერი მოიგო წელს, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა.
ასევე, ოთარ კიტეიშვილს გამოვყოფდი, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე. შედგა გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულში. ეს არის ძალიან დიდი წარმატებები და ეს წარმატებები მაგალითს აძლევს ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ოცნებობენ ასეთივე უმაღლეს მიღწევებზე. ეს მაგალითი არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი და მე ვიყავი უშუალო მომსწრე იმისა, თუ როგორ გულით კეთდებოდა ეს საქმე. ყველაზე წარმატებული საქმე მაშინ არის, როდესაც ის კეთდება სიყვარულით და ამ შემთხვევაშიც საქმე კეთდებოდა სიყვარულით ქართული ფეხბურთის მიმართ და ეს არის პირველ რიგში, ლევან კობიაშვილის და მისი გუნდის დამსახურება და მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.
1766843401
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში თავად მონაწილეობას არ იღებდა: საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
„სუფთა „პრევენტიულად“ ინტერესდება გოგოტიშვილი, ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს „ჩაუშვებს“ - ახალაია აქაც „პრევენტიულად“ იშვერს ხელს გ...
1766837054
ახალი ამბები4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვ...
1766836549
ახალი ამბებითამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ. სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს
„მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხ...
1766834181
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა....
1766832245
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ახალაიაზე: თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული
თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მ...































