ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიცია თავის განცხადებებში თავადვე ემიჯნება ახალაიას - ერთი მხრივ ემიჯნებოდე, აშავებდე და მეორე მხრივ ამბობდე, რომ ის არის პოლიტპატიმარი, ეს მხოლოდ დღევანდელ სახე დაკარგულ ოპოზიციას შეუძლია
„ოპოზიცია თავის განცხადებებში თავადვე ემიჯნება ახალაიას. თავადვე იციან, რომ ახალაია საქართველოში, როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, დისკრედიტირებულია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთის მხრივ „აშავებს“ ახალაიას და მეორე მხრივ „პოლიტპატიმარს“ უწოდებს.
„ერთი მხრივ ემიჯნებოდე, აშავებდე, რომ ის არ არის შენი თანაგუნდელი, დიდი ხანია, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არის ყველა სიბოროტის ფუძემდებელი, საქართველოში რაც იყო, და მეორე მხრივ ამბობდე, რომ ის არის „პოლიტპატიმარი“, მხოლოდ დღევანდელ სახედაკარგულ ოპოზიციას შეუძლია. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ დაკავებულ მოძალადეს, რომელსაც მათ „პოლიტპატიმარი“ არ უწოდეს.
რომ დააკავებ პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს, რაც არის ვიდეოკამერებით გადაღებული და მთელმა მსოფლიომ ნახა, მასაც პოლიტპატიმარს ეძახიან. რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ახალაიაზე რომ იტყვიან, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს და რომ ის პოლიტპატიმარია, ამის შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია“, - განაცხადა დეპუტატმა.
1766844443
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ახალაიაზე: ამბობს, რომ ორგანიზებას ახდენდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა, გამოძიებამ ხელის გულზე დადო ყველაფერი, წუთების და წამების სიზუსტით
„ამბობს, რომ ორგანიზებას უკეთებდა, თან გამოძრომას ცდილობს ამ საქმიდან, მაგრამ ყველაფერი აშკარაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდ...
1766843401
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში თავად მონაწილეობას არ იღებდა: საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
„სუფთა „პრევენტიულად“ ინტერესდება გოგოტიშვილი, ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს „ჩაუშვებს“ - ახალაია აქაც „პრევენტიულად“ იშვერს ხელს გ...
1766837054
ახალი ამბები4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვ...
1766836549
ახალი ამბებითამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ. სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს
„მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხ...
1766834181
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა....































