ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედაქალაქისთვის. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირი მხოლოდ თბილისის მთავარი გამზირი არ არის და ის ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, სწორედ ამიტომ მისი განახლება განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მაღალი სტანდარტებით ხორციელდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა; შეიცვლება წყალმომარაგების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები და დამონტაჟდება თანამედროვე მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელიც 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კომპანიის მიერ 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდება, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტები.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარები, გარე განათება, გამწვანება, მოეწყობა თანამედროვე მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები და სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაოები დროებით გარკვეულ დისკომფორტს შექმნის როგორც თბილისელების, ისე დედაქალაქის სტუმრებისთვის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომლის შედეგსაც ჩვენი ქალაქი ათწლეულების განმავლობაში მიიღებს. რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786097155

ახალი ამბები

კახა კალაძე საბოტაჟის საქმეზე: ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანი ქვეყნის ეკონომიკისა და ქართველი ხალხის დაზიანებაა

„საბოტაჟის მცდელობა ემსახურება რუსულენოვანი ხალხის დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვ...

კახა კალაძე

1786095778

ახალი ამბები

კახა კალაძე: იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია

„არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალა...

კახა კალაძე

1786094587

ახალი ამბები

კახა კალაძე „ინტერ რაოს“ დასანქცირებაზე: ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

კახა კალაძე

1786092749

ახალი ამბები

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდი...

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი

1786091472

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა – ლუზერი სააკაშვილი კიდევ ბედავს და 2008 წლის ომზე ხმას იღებს, რუსების ინტერესებს ატარებდა, სტრატეგიული ობიექტები გადასცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას მხარი დაუჭირა

„2008 წელს, დაგვჩაგრეს, ტერიტორიები წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ამაზე დასავლეთს არც რეაგირება ჰქონია და არც სანქცია დაუწესებია, აქაურებსაც ხმა არ ამოუღიათ“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომი...

ირაკლი ზარქუა