არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება"
გორდულაძის თქმით, მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები არ გულისხმობს ახალი სამინისტროს შექმნას, არამედ იქმნება მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ უწყებებს.
მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათქმელი არაფერი აქვს და პიარული სვლებით ცდილობენ იმიჯის დაზიანებას.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მერამდენეჯერ უნდა მოუვიდეს, რომ საკუთარი ტყუილი გაავრცელოს და რამდენიმე წუთში მხილებული იქნეს. ზუსტად იგივე შემთხვევა არის მაგალითად, მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან. არავითარი სამინისტრო არ იქმნება, არამედ იქმნება კონკრეტული თანამდებობა- სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც შეასრულებს ფუნქციებს კოორდინაციის სახით სამართალდამცავ ორგანოებს შორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მათ შორის, კონსტიტუციური უფლებამოსილებები რაც არის, მათი დელეგირება ხდება სახელმწიფო მინისტრზე, ამავდროულად იგი სხვა კონსტიტუციურ ორგანოებთანაც სრულ კომუნიკაციაში იქნება.
რა უფრო ლოგიკურია- რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს სახელმწიფო მინისტრის საჭიროებებს, რაც შეიძლება იყოს მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური უზრუნველყოფის სახით.
აქ ორი ვარიანტია, ან „ნაცმოძრაობაში“ შემავალმა პირებმა უბრალოდ წაკითხულის გააზრება არ იციან და ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, ან ცდილობენ, რომ მდარე პიარული მესიჯებით გააშავონ და საზოგადოება მოატყუონ საქართველოს მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, ან ორივე ერთად. სათქმელი რომ არაფერი აქვთ, ცდილობენ, ასეთი იმიჯური დაზიანება მოახდინონ პიარული სვლებით, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტყუილის გამავრცელებლები თავისსავე დადებულ ნაღმებზე ფეთქდებიან ხოლმე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1777297091
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია - ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება
ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით. კონკრეტულად ეს ადმინისტრაცია ამ ყველაფერზე ისედაც საუბრობდა. ერთადერთი, გასაკვირია ის, საქართველო რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, - ასე...
1777296381
საზოგადოებაეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და...
1777295322
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი: ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქი - ეს პრიორიტეტია
„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი...
1777295137
საზოგადოებათამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები
შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამ...
1777294782
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი - „საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით“
საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით...



























