„ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა... მაქვს ძლიერი ტრემორი, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება“- სააკაშვილი წერილს ავრცელებს

„ხერ­ხე­მალ­ზე და­მიდ­გი­ნეს ტრავ­მა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას, მაქვს ძლი­ე­რი ტრე­მო­რი და თავ­ბრუს­ხვე­ვა, რთუ­ლად ვი­მორ­ჩი­ლებ კი­დუ­რებს, მი­ჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა და ძი­რი­თა­დად წო­ლით რე­ჟიმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი,“ - მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ი, ჟურნალისტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ წა­უ­კი­თხა.

„ვი­ნა­ი­დან, ბევ­რი სპე­კუ­ლი­რებს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის ირ­გვლივ, გა­დავ­წყვი­ტე, პი­რა­დად ღიად ვი­სა­უბ­რო იმა­ზე, თუ რას ვგრძნობ. MRT -ით ხერ­ხე­მალ­ზე და­მიდ­გი­ნეს ტრავ­მა, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, გლ­დან­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­სას მი­ვი­ღე. ეს ტრავ­მა, რო­გორც მივ­ხვდი, სა­ჭი­რო­ებს ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას. მაქვს ზურ­გის არე­ში ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი და დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­კე­თე­ბენ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელ ნემსს.

მაქვს ძლი­ე­რი ტრე­მო­რი და თავ­ბრუს­ხვე­ვა. სულ უფრო რთუ­ლად ვი­მორ­ჩი­ლებ კი­დუ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ცხე­ნა ხელს. მაქვს მუდ­მი­ვი ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი ქვე­და კი­დუ­რებ­ში. ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა, რო­მელ­მაც გამ­სინ­ჯა გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ კუნ­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა მალე ჩა­ი­კე­ტოს და შემ­დეგ მისი აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. არ ვიცი, ეს ზუს­ტად რას ნიშ­ნავს, მაგ­რამ ის რაც ვიცი ნამ­დვი­ლად ასეა, რომ სულ უფრო მი­ჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა და ძი­რი­თა­დად წო­ლით რე­ჟიმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. MRT -ით ასე­ვე თა­ვის ტვინ­ში დად­გინ­და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რის შე­სა­ხე­ბაც მე ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბის სრუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ მხო­ლოდ მო­წო­დე­ბე­ბით, რომ არ ვიწ­ვე და ვიკ­ვე­ბო საქ­მე არ სწორ­დე­ბა, თო­რემ ვინც მიც­ნობთ, ყვე­ლამ კარ­გად იცით, რომ ვერ­ტი­კა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ მა­ხა­სი­ა­თებ­და, არც უმა­დო­ბას ვუ­ჩი­ო­დი ოდეს­მე. სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კის­გან სრუ­ლად დაც­ლი­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რისი მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია”,- ნათ­ქვა­მია მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 #არაქალთკვლა დღეს ამაზე მეტს არ ვიტყვი! - სალომე ზურაბიშვილი

🔵 „გაქარწყლდა აქამდე არსებული ყველა მცირედი ილუზიაც კი, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება“ - ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს

🔵 წალენჯიხაში ნიკა კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა - აკადემია გაიხსნა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი

1794039239

ახალი ამბები

ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...

დაკავება და ბორკილები

1794038057

ახალი ამბები

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...

ალექსანდრე ხაზარაძე