წალენჯიხაში ნიკა კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა - აკადემია გაიხსნა

ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში ნიკა კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა - აკადემია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლაში სასწავლო კურსზე ჯამში 300 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან კი 90 შეირჩა, რომლებიც 2.5-თვიან სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან.

“დღეს მსოფლიოში ამ სპეციალობაზე კერძოდ, IT დეველოპერების დეფიციტია. დაახლოებით 4.5 მლნ ადამიანია, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მარგალიტებს აღმოვაჩენთ. წალენჯიხელ ახალგაზრდებს აიტი აკადემია მისცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყნის დატოვების გარეშე აქ შექმნან თავიანთი მომავალი", - განაცხადა გახსნაზე მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ცნობილია, 2.5 - თვიანი კურსი პირველი ნაწილია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ეტაპები, რომელიც ასევე უფასო იქნება.

აკადემიის გახსნას წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და თბილისიდან ჩასული სტუმრები ესწრებოდნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკა კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ყველაფერი რაც მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ! - NCDC ინფორმაცის ავრცელებს

🔵 იტალიაში კიდევ ერთი ვირუსი, ღორის ცხელება ვრცელდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი

1794039239

ახალი ამბები

ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...

დაკავება და ბორკილები

1794038057

ახალი ამბები

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...

ალექსანდრე ხაზარაძე