კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი - მას შეუძლია დარჩეს მის „მესიჯბოქსში“, რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობისას”

ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს სიტყვით რაღაცების გაფუჭება შეუძლია ამ სისტემაში, მაგრამ ბევრს ვერაფერს გააფუჭებს. ამიტომ შეუძლია დარჩეს მის „მესიჯბოქსში,“ რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „გააკეთა თავისი არჩევანი.“

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების ბილბორდებზე გამოჩენის შედეგად გახდა პრეზიდენტი.

„სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა თავისი არჩევანი. ის გამოდის მუდმივად დაუსაბუთებელი ბრალდებებით მმართველი გუნდის მიმართ და ახლა გამოაცხადა, რომ ყველა კანონს დაადებს ვეტოს. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მთელი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ მას უჭირს რაღაცების დაჯერება ხოლმე, თუნდაც მარტივი ჭეშმარიტების. ჩვენ მას ვაწვდიდით ბევრად მეტ ინფორმაციას, ვიდრე ზოგჯერ საკუთარ გუნდის წევრებისთვის გაგვეზიარებინა, მაგრამ არ იჯერებდა და ეს მისი პრობლემაა. ეს არდაჯერება მას ხელს უშლიდა რაღაცების გაანალიზებაში.

გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა ბოლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მეც ვიყავი [ამ ბილბორდებზე] და გუნდის სხვა ლიდერებიც.

ხანდახან ისეთი რაღაცების სჯერა, რომ ეჭვი მეპარება ხოლმე, მას ამის ნამდვილად სჯერა თუ უნდა დაიჯეროს, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს სიტყვით რაღაცების გაფუჭება შეუძლია ამ სისტემაში, მაგრამ ბევრს ვერაფერს გააფუჭებს. ამიტომ შეუძლია დარჩეს მის „მესიჯბოქსში,“ რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსს“, თუმცა, საუბარი იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ არის, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, ამის რესურსი საერთოდ არ აქვს „ნაცმოძრაობას“, მაგრამ ფაქტია, მათ აქვთ ერთი და იგივე „მესიჯბოქსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 “ჩემი ოჯახი, ჩემს ეზოში ფეხშიშველი სიარული მენატრება” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

🔵 "ვატიკანში გალობით, ზოგის თქმით - ევროპაში შევედით - ზოგმა გააკრიტიკა... ჩამოვყალიბდეთ, ევროპაში ვართ, თუ ცოდვაში…"

🔵 "ზებრაზე კინაღამ მანქანამ გამიტანა - საჭიდან მონაზონმა ღვთისნიერი ხმით მომიგო – უფალი გფარავდესო. ახლაც გიჟივით ვიცინი"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790529939

ახალი ამბები

იონათამიშვილი პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!

 „თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...

რატი იონათამიშვილი

1790527143

ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...

ღონისძიება

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე