კობახიძე: პრეზიდენტს ეწყინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა

"როგორც ჩანს, მან ამით გამოხატა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა. მის განცხადებაზე რაიმე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან კავშირი არ აქვს.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავადაც არ იცის, თუ რატომ არ მოსწონს მმართველი გუნდის 12-პუნქტიანი გეგმა.

"მას რომ ჩაეკითხოთ, თუ რას გულისხმობდა ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს ვერ გეტყვით.

შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, თუ რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა და ვერაფერს ვერ გეტყვით.

ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან კავშირი არ აქვს.

"არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას „გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან", - აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი - მას შეუძლია დარჩეს მის „მესიჯბოქსში“, რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობისას”

* კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ 6 თვის თავზე საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790529939

ახალი ამბები

იონათამიშვილი პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!

 „თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...

რატი იონათამიშვილი

1790527143

ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...

ღონისძიება

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე