მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება. მინისტერიალის წლევანდელი თემა კი „ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება“ იყო.
როგორს სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა ეკონომიკური ჩართულობის კიდევ უფრო გასაფართოებლად.
„მსურს, ხაზი გავუსვა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ივნისში ჩვენმა ურთიერთობებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა.
ეს მოვლენები მყარ საფუძველს ქმნის ღრმა ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
1795670881
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა. „საქართველოს კანდიდატურა ნამდვილად...
1795669697
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად
USAID-ის ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან, მათ შორის, Meta-სთან კოორდინაციის დეტალები. დოკუ...
1795668650
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტასა და საქართველოს...
1795639667
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯე...
1795639041
მსოფლიოეგვიპტეში ბენზინმზიდის გადაბრუნების შედეგად გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ წრიულ გზაზე ბენზინმზიდი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ზემოაღნიშნული წრიუ...





























