ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრები ადიგენში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.

გიორგი კალანდარიშვილი ახალგაზრდებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მათ ჩართულობასა და როლზე ესაუბრა.

ასევე მიაწოდა ინფორმაცია მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა არჩევნების ისტორია, საარჩევნო უფლება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობები, დეზინფორმაციის გავლენები და მისი შედეგები საარჩევნო პროცესში.

საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე, რომელსაც უწყება დეზინფორმაციის წინააღმდეგ იყენებს, უფრო დეტალურად ახალგაზრდებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა.

მან ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ახალი პორტალის disinfo.cec.gov.ge. შესახებ, საიდანაც ყველას შეუძლია მიიღოს სწორი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე. ასევე მან ისაუბრა ცესკოს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადებულ ანგარიშებზე, რომელიც პერიოდულად მზადდება, ვებგვერდზე ქვეყნდება და საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

უშუალოდ საარჩევნო პროცესის ორგანიზების, ტექნოლოგიების დანერგვის ისტორიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილმა მიაწოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა: „ახალგაზრდებთან კომუნიკაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. რეგიონებში შეხვედრები გაგრძელდება, რათა რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას შევხვდეთ, ვისაუბროთ მათთან და გავცვალოთ ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, მოვისმინოთ მათი წუხილები და რეკომენდაციები, რომლებსაც შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინებთ. სწორედ ასეთი შეხვედრები უზრუნველყოფს ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათი ჩართულობის ზრდას.“

21 მაისს ადიგენში გამართული შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.

შეხვედრის დასასრულს მემორანდუმის და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ახალგაზრდობის სააგენტოს მუნიციპალური სამმართველოს უფროსმა ელზა შამათავამ, რომელმაც ახალგაზრდებს ინფორმაცია სააგენტოს სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებაც მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და პრესსპიკერი ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიას და სამცხე - ჯავახეთის რეგიონულ კოორდინატორს სოსო პარუნაშვილს შეხვდნენ და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779430328

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სტანდარტები უბრალოდ აღარ არსებობს, აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს

„აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტე...

არჩილ გორდულაძე

1779429047

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად

„უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”, - წერს გერმანიაშ...

ლევან ჭოტორლიშვილი

1779428117

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. „არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუა...

შალვა პაპუაშვილი

1779426437

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: დიდი ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის, ზიზღის გაღვივება და ადამიანის ღირსების შელახვა „ენჯეო“ თუ აგენტურული წარმომადგენლების მხრიდან

სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - ახალი სამმართველოს შესახებ „ქართულ ოცნებაში“ განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებენ. „დიდი ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის და ზიზღის გაღვ...

ნინო წილოსანი

1779396497

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში

„ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი, საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები....

 მარიამ ქვრივიშვილი