ამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს

„რამოდენა აჟიოტაჟი ატეხეს, თანაც პოზიტიური, ხაზარაძის მიერ ბრიუსელში ისტორიული შენობის და ვითომდა ქართული მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის გამო. არადა, მეუბნებიან რესტორანი იქნებაო. დაველოდოთ. გაირკვევა“, - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ეჯიბრება, თუმცა, მათ შორის განსხვავება დიდია, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ სამშობლოში დახარჯა ქველმოქმედებაში რამდენიმე მილიარდი დოლარი, ხოლო, ხაზარაძე, საქართველოში ნაშოვნ დიდძალ თანხას სხვა ქვეყანაში ხარჯავს.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, ოპოზიცია პირველ ვარიანტს ებრძვის და ცდილობს ქილიკით გააუფასუროს დიდძალი ქველმოქმედება, მეორე ვარიანტს კი აღმერთებენ, ვინაიდან, პოლიტიკურად ასე აწყობთ.

„აშკარად ბიძინას ეჯიბრება, მაგრამ თვითონ „ლელოს“ ექსლიდერი ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს. პოსტის ადრესატი ე.წ. ოპოზიცია და მათი ერთ-ერთი ლიდერი ზურაბიშვილი, რომელმაც გვერდის „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ პოსტი გააზიარა. ისეთ აჟიოტაჟს ქმნიან, თითქოს ამ ე.წ. ცენტრით იწყება ქართული კულტურის აღორძინება და თითქოს, საქართველო ამ ცენტრით ეზიარება ევროპას. ძაან სასაცილოა. ჯერ ფონდის ფეისბუკ გვერდია სასაცილო. 2024 წელს შეიქმნა. 700 გამომწერი ჰყავს, 39 პოსტი და ნახტომში რამდენიმე ასეული მოწონება, თითო-ოროლა კომენტარით, კანტიკუნტად. ახლა დავუბრუნდეთ აჟიოტაჟს და შევაფასოთ. შევაფასოთ ე.წ. ოპოზიციის დამოკიდებულება ამ ორი პერსონისადმი:

1. ბიძინა ივანიშვილმა მისი ქონება და ფინანსები სხვა ქვეყანაში დააგროვა და დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ქველმოქმედება განახორციელა სხვა ქვეყანაში კი არა, თავის სამშობლოში. ჩამონათვალი უზარმაზარია: სახელმწიფო რეფორმები, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლები, სპორტი, ჯანდაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, მწვანე პროექტები და სხვა. რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ბიძინას ქველმოქმედებისადმი, ცნობილია: ებრძვიან, ქილიკობენ, ცდილობენ გააფუსურონ.

2. მამუკა ხაზარაძემ პირველი მილიონ-ნახევარი იშოვა რუსეთში. შემდეგ, მისი ძირითადი ქონება (საკმაოდ დიდი ჩამონათვალია) დააგროვა საქართველოში. მოსახლეობაში მისი ბანკისადმი და მიკროფინანსური ორგანიზაციებისადმი დამოკიდებულება და მეტსახელი ცნობილია: მაღალი პროცენტები, გამოსახლებები და ა.შ. შემდეგ, ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს, უჩივლა რა სახელმწიფოს. ხალხს, ასევე, ახსოვს თიბისი ბანკის და მათი მაშინდელი ხელმძღვანელების ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში (იხილეთ საგამოძიებო კომისიის და სხვა მასალები). ახლა საქართველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში. ისე, ეს შენობა საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა. ჰოდა, თუ ამდენი ფული აქვს, ვიცით რომ აქვს, ანაკლიაში ჩაედო?! რატომ გავაკეთე ეს შედარება, კერძოდ სხვა ქვეყანაში ნაშოვნის შენს სამშობლოში დახარჯვა და პირიქით, შენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე ნაშოვნის დახარჯვა სხვა ქვეყანაში და იმ მოსახლეობის საკეთილდღეოდ? მხოლოდ ფაქტის საჩვენებლად, თუ რასთან გვაქვს საქმე. აგერ ტრამპის მაგალითი ავიღოთ. ყველა ქვეყანაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ინვესტიციები ამერიკაში განახორციელონ და წარმოებებიც მის ქვეყანაში გადაიტანონ. რა ხდება ჩვენთან. პირველ ვარიანტს ებრძვიან, მეორეს კი აღმერთებენ. რატომ? ასე აწყობთ პოლიტიკურად“, - წერს ამირან სალუქვაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779430328

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სტანდარტები უბრალოდ აღარ არსებობს, აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს

„აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტე...

არჩილ გორდულაძე

1779429047

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად

„უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”, - წერს გერმანიაშ...

ლევან ჭოტორლიშვილი

1779428117

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. „არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუა...

შალვა პაპუაშვილი

1779426437

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: დიდი ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის, ზიზღის გაღვივება და ადამიანის ღირსების შელახვა „ენჯეო“ თუ აგენტურული წარმომადგენლების მხრიდან

სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - ახალი სამმართველოს შესახებ „ქართულ ოცნებაში“ განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებენ. „დიდი ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის და ზიზღის გაღვ...

ნინო წილოსანი

1779396497

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში

„ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი, საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები....

 მარიამ ქვრივიშვილი