ლევან მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია არა სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ვენეციის კომისიის ანგარიში კარგი მაგალითია იმისა, რომ კომისია იქცა პოლიტიკურ და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენლად. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე კომისიის მხრიდან ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს და მაგალითად აშშ-ში მოქმედი FARA მოჰყავს.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია არა სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს. ჩვენ ამას ბოლო წლებია, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ და, შესაბამისად, თუ რამე სამართლებრივი დასაბუთება არსებობს, შეუძლიათ სამართლებრივად დაასაბუთონ. ფიზიკურად არ არსებობს და, ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს აკრიტიკებენ, ძალიან საინტერესოა, იგივე კრიტიკა იქნება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც, სადაც FARA უკვე თითქმის საუკუნეა მოქმედებს. თუმცა, ჩვენ არ გვგონია, რომ ამერიკასთან დაკავშირებით გაბედონ იგივე განცხადებებისა და დასკვნების გამოტანა“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.

ვენეციის კომისია ამერიკული ფარას კანონის ანალოგის გაუქმებას ითხოვს, კომისიამ შესაბამისი რეკომენდაცია გამოსცა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამერიკული ფარას ანალოგი საქართველოში, კანონის უზენაესობას უქმნის საფრთხეს. კომისია აკრიტიკებს გრანტების, მაუწყებლობის და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებსაც.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760620283

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7108 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1760619476

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე: როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპული პლატფორმა „დემოკრატიული არჩევნებისთვის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ორგანიზაცია EPDE ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 „ყალბი“ დამკვირვებელი გამ...

რატი იონათამიშვილი:

1760617005

ახალი ამბები

გეკა გელაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩთან - ვალიდ აბუ ჰაიასთან. მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყ...

გეკა გელაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

1760615962

ახალი ამბები

კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვა დიპლომატიური მისიის...

კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა

1760614491

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა. პრემიერ-მ...

პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა