მაია ბითაძე: ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს

ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. ეს არის ეროვნული კატასტროფა, როდესაც გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ინტერესებით კი არა, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით გველაპარაკებიან. ასე რომ, ეს ისტორიას უნდა დარჩეს და უნდა აიკრძალოს ყველა ის მავნებელი, ექსტრემისტი, ტერორისტი, რომელმაც საქართველოს ისტორიას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, - განაცხადა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში რეალური პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე კი „ქართული ოცნების“ გარდა, საარჩევნო პროგრამით არცერთი პარტია არ ყოფილა წარმოდგენილი.
მისივე თქმით, მოქალაქე ხმას უნდა აძლევდეს პარტიას, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარების ხედვას წარადგენს, ოპოზიციონერები კი პოლიტიკოსებიდან რადიკალებად და ექსტრემისტებად გადაიქცნენ.
„დამძიმდა მათი მდგომარეობა და საბოლოო ჯამში თანამედროვე ტერორისტებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ქვეყნის სამომავლო განვითარების საერთოდ არანაირი ხედვა არ აქვთ. ერთადერთი, რასაც საქართველოს მოსახლეობას სთავაზობდნენ, იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს - საშინელი ტერორი და ბერიასეულ რეპრესიებს, ტერიტორიების დაკარგვის ხელშეწყობას, რაც სახელმწიფოებრივი დანაშაულია, ოპოზიციაში ყოფნის დროს კი მათი ერთადერთი დაპირება არის, რომ საქართველო უნდა გადაიქცეს ვიღაცის ყურმოჭრილ მონად და უცხოელს აქვს ყველანაირი უფლება. ეს არის მთელი იდეა, რასაც ჩვენი რადიკალი უკვე ტერორისტი პოლიტიკოსები სთავაზობენ მოსახლეობას. ეს სავალალო მდგომარეობაა“, - განაცხადა ბითაძემ.
მან დასძინა, რომ ეს პოლიტიკოსები პოლიტიკური ველიდან უკვე დიდი ხანია გამქრალები არიან, თუმცა ახლა ამას სამართლებრივი გაფორმება სჭირდება.
1760630181
საზოგადოებაპარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდ...
1760628318
საზოგადოება16-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს...
1760627020
საზოგადოებანინო წილოსანი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის აუზი...
1760625634
საზოგადოებამაია ბითაძე: ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებდნენ
ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამ...
1760625598
საზოგადოებამაია ბითაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე: ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ
ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დის...