რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე: როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპული პლატფორმა „დემოკრატიული არჩევნებისთვის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ორგანიზაცია EPDE ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 „ყალბი“ დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებიც, მათივე თქმით, არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში ეხმარებოდნენ.
ირკვევა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, ISFED-ის დაფუძნებულია, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე კი ამ ორგანიზაციაშია დასაქმებული.
„ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა ნიჟარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების ცდომილება და გაყალბებული მონაცემები გაიხსენა.
„ერთადერთი, რითაც ამ ქალბატონმა აქამდე თავი დაგვამახსოვრა, არის 2020 წლის არჩევნები, როდესაც მან PVT-ის კვლევების შედეგები გააყალბა. მაშინ მისმა დამსაქმებლებმაც ვერ უარყვეს გაყალბების და შემდეგ ამ გაყალბების დამალვის ფაქტი და იძულებულები იყვნენ, რომ ეს ადამიანი გაეთავისუფლებინათ დაკავებული პოზიციიდან. ახლა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და, ვფიქრობ, უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
1760625390
საზოგადოებაპარლამენტმა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა
ცვლილებებს „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი....
1760625075
საზოგადოებასაპატრიარქო: არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში....
1760624989
საზოგადოებამაია ბითაძე: ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს
ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. ეს არის ეროვნული კატასტროფა, როდესაც გვყავს პოლიტიკოსები,...
1760624104
საზოგადოებამაია ბითაძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: პირველ რიგში თვითონ უნდა გრძნობდეს უხერხულობას. ხელისუფლება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ფეხით გათელოს არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო სამართალი
ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, გასცდა ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეთიკურ ჩარჩოებს და თავისთავად წარმოადგენდა ეუთოს მიერ როტაციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებ...
1760621878
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები სრულად უზრუნველყოფს, რომ ერთი მხრივ, იყოს ადამიანის უფლებები განსაზღვრული და განმტკიცებული, რომ მათ სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ, მაგრამ ამავდროულად სხვათა უფლებებიც იყოს უზრუნველყოფილი
არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც რამდენიმე ათეულ ადამიანს შეუძლია, გადაკეტოს გზა და უხეშად დაარღვიოს კანონი და იძალადოს თვეების განმავლობაში ქალაქის მოსახლეობ...