ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში Visa-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო საბარათე სქემა Visa-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. შეხვედრისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Visa-ს ღირებული წვლილი შეაქვს სებ-ის ფინანსური განათლების პროექტების განხორციელებაში. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს Visa-სთან სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაზე თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ წლების განმავლობაში ოპერაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ზომები გატარდა VISA-ს არსებითი მხარდაჭერით.

აღსანიშნავია მომხმარებლის მკაცრი ავთენტიფიკაციის (SCA) სფერო, სადაც ამჟამად ინერგება სისტემის განახლებები და ავთენტიფიკაციის ახალი მექანიზმები. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ციცნაძე.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760625390

საზოგადოება

პარლამენტმა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

ცვლილებებს „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი....

პარლამენტპარლამენტ

1760625075

საზოგადოება

საპატრიარქო: არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში....

ეკლესია

1760624989

საზოგადოება

მაია ბითაძე: ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს

ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. ეს არის ეროვნული კატასტროფა, როდესაც გვყავს პოლიტიკოსები,...

მაია ბითაძე

1760624104

საზოგადოება

მაია ბითაძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: პირველ რიგში თვითონ უნდა გრძნობდეს უხერხულობას. ხელისუფლება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ფეხით გათელოს არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო სამართალი

ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, გასცდა ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეთიკურ ჩარჩოებს და თავისთავად წარმოადგენდა ეუთოს მიერ როტაციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებ...

მაია ბითაძე

1760621878

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები სრულად უზრუნველყოფს, რომ ერთი მხრივ, იყოს ადამიანის უფლებები განსაზღვრული და განმტკიცებული, რომ მათ სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ, მაგრამ ამავდროულად სხვათა უფლებებიც იყოს უზრუნველყოფილი

არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც რამდენიმე ათეულ ადამიანს შეუძლია, გადაკეტოს გზა და უხეშად დაარღვიოს კანონი და იძალადოს თვეების განმავლობაში ქალაქის მოსახლეობ...

არჩილ გორდულაძე: