მაია ბითაძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: პირველ რიგში თვითონ უნდა გრძნობდეს უხერხულობას. ხელისუფლება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ფეხით გათელოს არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო სამართალი

ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, გასცდა ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეთიკურ ჩარჩოებს და თავისთავად წარმოადგენდა ეუთოს მიერ როტაციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ეუთოს სახელის გამოყენებას იმისთვის, რომ მას საკუთარი პირადი გზავნილები გაეჟღერებინა საღამოს, ძალიან მცირერიცხოვან აქციაზე, სადაც მან პირდაპირ დაარღვია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, რუსთაველის გამზირზე, კანონსაწინააღმდეგო აქციაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ფეხით გათელოს არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო სამართალი.
„საკუთარი კომპეტენციის დარღვევისთვის პირველ რიგში თვითონ უნდა გრძნობდეს უხერხულობას. ის, რაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ნოტის სახით გაიგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, ორგანიზაციებში და ქვეყნებში, ეს არის ადეკვატური რეაქცია, რაც საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახვებს, რომ საქართველო არ აპირებს უკან დაიხიოს საკუთარი ინტერესების, კანონმდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. მაშინ, როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და არა ეუთოს თავმჯდომარე, იმიტომ, რომ მას მხოლოდ როტაციის გზით ჰქონდა ერთწლიანი ვადით ეს უფლებამოსილება მინიჭებული და ერთ თვეში უკვე შვეიცარიას გადაეცემა. ანუ ეს ქალბატონი ეუთოს არ წარმოადგენდა იმ მომენტში, სწორედ ამიტომ იყო, რომ ეუთოს პრესრელიზში არაფერი იყო ნათქვამი ამ დესტრუქციული და სამარცხვინო ქმედების შესახებ. გაგზავნილი ნოტა და ის, რომ პრემიერმა მასთან შეხვედრა გააუქმა, კიდევ ერთი გზავნილია, რომ საქართველო თავს აღიქვამს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს, როგორც რეგიონული ორგანიზაციის სრულფასოვან წევრად და არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ფეხით გათელოს არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო სამართალი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით საქართველოში ვიზიტის დროს, რუსთაველის გამზირზე კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მივიდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, ელინა ვალტონენისთან დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააუქმა. რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის კი ისშინაგან საქმეთა სამინისტრომ დააჯარიმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.
1760630181
საზოგადოებაპარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდ...
1760628318
საზოგადოება16-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს...
1760627020
საზოგადოებანინო წილოსანი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის აუზი...
1760625634
საზოგადოებამაია ბითაძე: ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებდნენ
ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამ...
1760625598
საზოგადოებამაია ბითაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე: ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ
ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დის...