არჩილ გორდულაძე: ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები სრულად უზრუნველყოფს, რომ ერთი მხრივ, იყოს ადამიანის უფლებები განსაზღვრული და განმტკიცებული, რომ მათ სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ, მაგრამ ამავდროულად სხვათა უფლებებიც იყოს უზრუნველყოფილი

არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც რამდენიმე ათეულ ადამიანს შეუძლია, გადაკეტოს გზა და უხეშად დაარღვიოს კანონი და იძალადოს თვეების განმავლობაში ქალაქის მოსახლეობაზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ჯარიმები პრევენციას ვერ ახდენდა, ამიტომ მიზანშეწონილი იყო, რომ მომხდარიყო გამკაცრება და თითოეულ ადამიანს თავისი, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება გამოეხატა კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

„შესაბამისად, ახალი ცვლილებები სრულად უზრუნველყოფს, რომ ერთი მხრივ, იყოს ადამიანის უფლებები განსაზღვრული და განმტკიცებული, რომ მათ სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ, მაგრამ ამავდროულად სხვათა უფლებებიც, მიმოსვლის თავისუფლებაც და არაერთი სხვა უფლებებიც უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა გორდულაძემ.

პარლამენტმა 81 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760625075

საზოგადოება

საპატრიარქო: არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში....

ეკლესია

1760624989

საზოგადოება

მაია ბითაძე: ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს

ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. ეს არის ეროვნული კატასტროფა, როდესაც გვყავს პოლიტიკოსები,...

მაია ბითაძე

1760624104

საზოგადოება

მაია ბითაძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: პირველ რიგში თვითონ უნდა გრძნობდეს უხერხულობას. ხელისუფლება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ფეხით გათელოს არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო სამართალი

ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, გასცდა ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეთიკურ ჩარჩოებს და თავისთავად წარმოადგენდა ეუთოს მიერ როტაციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებ...

მაია ბითაძე

1760621081

საზოგადოება

ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში Visa-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო საბარათე სქემა Visa-ს წარმომადგენლებს...

ნათია თურნავა

1760620555

ახალი ამბები

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა

პარლამენტმა 81 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კ...

პარლამენტმ