საპატრიარქო: არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.
„2025 წლის 16 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის
ეპარქიული კომისიის დასკვნა. კომისიის თავმჯდომარე: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). კომისიის წევრები:სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი)
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელი)
დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე)
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი.
კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. კერძოდ, მის საუბრებში, როგორც ამბიონიდან, ისე საჯარო გამოსვლებში, გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ასევე, მისი მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამების გავრცელებას, თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საპატრიარქოში შეხვედრისას, მას თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, რომელზედაც დაბარებული იყო და მღვდელმთავრებთან საკუთარი პოზიციის განმარტების საშუალება მიეცემოდა, არქიმანდრიტი დოროთე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. ეს კი სასულიერო პირის მხრიდან სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს.
აღნიშნულის საფუძველზე, კომისიის წევრებმა დასკვნის სახით მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე. კომისიის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს საპატრიარქო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1760630181
საზოგადოებაპარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდ...
1760628318
საზოგადოება16-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს...
1760627020
საზოგადოებანინო წილოსანი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის აუზი...
1760625634
საზოგადოებამაია ბითაძე: ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებდნენ
ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამ...
1760625598
საზოგადოებამაია ბითაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე: ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ
ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დის...