მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს, საქართველოზე გამავალი გზა ევროპის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია

ცვლილებების დროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. საქართველო არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს ყველა მეზობელთან.

„ის, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მჭიდრო კავშირშია ევროპის უსაფრთხოებასთან. ცვლილებების დროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. დაკავშირებადობის საკითხს თუ შევხედავთ, დავინახავთ იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება და მივხვდებით, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ პროცესში ჩვენ მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ვმუშაობთ.

რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის და ახალ აქტუალობას სძენს სომხეთ-აზერბაიჯანის დარეგულირებული ურთიერთობაც. საქართველო კი არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შეცვლილი ვითარების პირობებში საქართველოზე გამავალი გზა არის ევროპის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი.

ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მუდმივად ვითარდება, ეს ჩანს მაჩვენებლებშიც. ჩვენ ვართ სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს. რა თქმა უნდა, რუსეთის გარდა, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთს აქვს ოკუპირებული, რაც რეგიონში უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ამის ფონზე კი ძალიან ამაყები ვართ, რომ ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო შევქმენით.

16 შეთანხმება გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებთან. გვაქვს რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკებაც სხვა სახელმწიფოებთან. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო ღიაა ახალი პროექტებისთვის, მით უმეტეს, ევროკავშირიც უყურებს სხვადასხვა მიმართულებით შავ ზღვას.

ჩვენი პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა რუმინეთთან, ბულგარეთთან და განვიხილავთ შავი ზღვის კაბელის შექმნას, რაც დააკავშირებს ჩვენს რეგიონს ევროპასთან, ისევე როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა აზერბაიჯანთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ ვართ გზა, რომელიც რეგიონებს აკავშირებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770997112

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ასეთი ელჩი ჰყავს, თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩი ჰყავს ევროკავშირს და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ჰყავს ასეთი ელჩი, ფაქტობრივად, მისი სურვილია, ეს ურთიერთობა დაინგრეს. თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ...

ლევან მაჭავარიანი

1770996271

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს შეაფასებს არა როგორც თოჯინას მის ხელში, არამედ, ჩვენი, საქართველოს ინტერესებიდან, მისწრაფებებიდან და ეროვნული იდენტობიდან გამომდინარე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველო-ირანის ურთიერთობა...

ზურაბ ქადაგიძე

1770995009

ახალი ამბები

ლევან სურგულაძე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების შესაძლებლობის მოპოვება მნიშვნელოვანი, დროული და ლოგიკური ნაბიჯია

„მიმდინარე გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციისა და შეზღუდვებთან დაკავშირებული რისკების ფონზე, ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაცია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან კონცენტრაცია ვიწრო სავალუტო და საბა...

ლევან სურგულაძე

1770993409

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: 2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის

საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდ...

მარიამ ქვრივიშვილი

1770993151

ახალი ამბები

მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: სასიამოვნოა ის სიგნალები, რომელიც რუბიოსა და ვენსის მხრიდან მოდის, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ამერიკულ მხარესთან და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონიდან პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა...

ლევან მაჭავარიანი