გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან „აფილირებული“ სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატმა განმარტა, რომ პროცედურულად საჭირო გახდა ძველი სარჩელის გამოტანა და მასში ერთი პარტიის დამატება, რის გამოც სარჩელის განხილვის ვადის ათვლა თავიდან დაიწყო.

„ეს პროცესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი იქნება. მოგეხსენებათ, როგორი მაღალი ინტერესი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებისას, მთელი 6 თვის განმავლობაში - ვფიქრობ, იგივე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების დროსაც-“ განაცხადა პარლამენტის წევრმა და განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის მალე დაწყება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობის დაკვეთა შესრულდეს.

„პროცედურულად მოგვიწია საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის გამოტანა, ერთი პარტიის დამატება და შემდგომ კვლავ სარჩელის შეტანა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ვადა თავიდან აითვლება. ერთი მხრივ, კარგი ისაა, რომ გამოჩნდა პარტია, რომელიც დაემატა ამ სარჩელს, მეორე მხრივ, ვადის ათვლა თავიდან იწყება.

ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს და კანონისა და ვადების ფარგლებში განიხილავს ამ პროცესს. 9 თვე არ ნიშნავს იმას, რომ ამ ვადის ამოწურვისას უნდა მოხდეს სარჩელის განხილვა. ეს პროცესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი იქნება. იცით, როგორი მაღალი ინტერესი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებისას, მთელი 6 თვის განმავლობაში - ვფიქრობ, იგივე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების დროსაც.

რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, კანონისა და მასში მითითებული ვადების გათვალისწინებით, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი, რადგან კარგად ვიცით, რომ საზოგადოებამ არაერთხელ უთხრა ხელისუფლებასა და „ხალხის ძალას“ - თუ ამბობთ და რეალობაა ეს, და არსებობს კომისიისა და საერთაშორისო სასამართლოს დასკვნები, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, ეს პარტიები უნდა გაუქმდეს. თუ ეს არ მოხდება, აქ საქმე არა მხოლოდ ცივილიზაციურ თამაშთან და კოჰაბიტაციასთან გვექნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა (კომისიაზე „ხალხის ძალაც“ იყო წარმოდგენილი), არის საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით სავსე და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ამის დაკვეთა, რადგან ადამიანი როცა ხმას გაძლევს არჩევნებზე, ეს არ ნიშნავს, რომ დაპირებები გადადო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777298134

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობი...

თორნიკე ჭეიშვილ

1777297873

ახალი ამბები

მათიკაშვილი: აშშ დღეს საუბრობს იმას, რაზეც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, ჩაერიონ სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და არჩევნებში

„ამერიკის შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმას, რაზედაც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია. ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩ...

დავით მათიკაშვილი

1777297091

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია - ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება

ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით. კონკრეტულად ეს ადმინისტრაცია ამ ყველაფერზე ისედაც საუბრობდა. ერთადერთი, გასაკვირია ის, საქართველო რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, - ასე...

ლევან მაჭავარიანი

1777296381

საზოგადოება

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1777295322

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი: ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქი - ეს პრიორიტეტია

„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი...

გურამ ნიკოლაშვილი