სადღობელაშვილი: მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ოპოზიციონერები და მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის გაძლიერება
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მისი თქმით, უამრავი შემთხვევა და სტრატეგიულად გამართლებული ადგილმონაცვლეობაა ცნობილი მსოფლიო სხვადასხვა მმართველობის პირობებში და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ამ ცვლილებით საკუთარ პოლიტიკურ გუნდს აძლიერებს.
სადღობელაშვილი ასევე იხსენებს „ნაცმოძრაობის“ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს რეალურად ჰყავდა „უპორტფელო მინისტრები“, რომლებსაც კონკრეტული სამინისტროები არ ჰქონდათ.
„ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მამუკა მდინარაძის დაწინაურებამ ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. რიგი ოპოზიციონერები და ანგაჟირებული მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის და პოლიტიკური გუნდის გაძლიერება. უამრავი შემთხვევა და სტრატეგიულად გამართლებული ადგილმონაცვლეობაა ცნობილი მსოფლიო სხვადასხვა მმართველობის პირობებში. ეს სულაც არახალია…
- მე ნამდვილად არ მიკვირს ოპოზიციის პროვოკაციული მეთოდების, საზოგადოებას მინდა მოვუწოდო არ აჰყვეს მსგავს ცრუ ინფორმაციაზე და ცრუ რწმენაზე დაფუძნებული დამაკნინებელ ქილიკს. აქვე მინდა გაგახსენოთ რა ხდებოდა „ნაცმოძის” და ამ გამარგინალებული ავად სახსენებელი ოპოზიციის მართლაც რომ სისხლიანი მმართველობის დროს!
- მიხეილ სააკაშვილის პერიოდში „უპორტფელო მინისტრები“ (ანუ მინისტრები კონკრეტული სამინისტროს გარეშე) რეალურად არსებობდნენ და ეს პრაქტიკა საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა… მართალია ასეთ მინისტრებს არ აქვს საკუთარი სამინისტრო, მაგრამ აქვს კონკრეტული საკოორდინაციო ან რეფორმის ფუნქცია!
- სააკაშვილის პერიოდში ასეთი პოზიციები:
1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, ამ პოსტს იკავებდა გიორგი ბარამიძე. ფუნქცია: ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკური კოორდინაცია.
2. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკა. ამ პოსტზე: თემურ იაკობაშვილი ფუნქცია: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან პოლიტიკა, კონფლიქტების მართვა და კომუნიკაცია.
3. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მოგვიანებით უკვე გადაიქცა ცალკე სამინისტროდ. ფუნქცია: ემიგრანტებთან ურთიერთობა, ქართული დიასპორის კოორდინაცია.
4. რეფორმებისა და კოორდინაციის მიმართულებები.
ზოგ პერიოდში ინიშნებოდნენ მინისტრები კონკრეტული რეფორმებისთვის (ეკონომიკა, სახელმწიფო მართვა და ა.შ.), რომლებიც: არ ხელმძღვანელობდნენ კლასიკურ სამინისტროს, არამედ მუშაობდნენ სისტემურ ცვლილებებზე.
- სააკაშვილის დროს ეს მოდელი გამოიყენებოდა: ე.წ. სწრაფი რეფორმებისთვის, ცენტრალიზებული მართვისთვის, პრეზიდენტზე ძლიერი ვერტიკალის შესაქმნელად. ანუ „უპორტფელო მინისტრები“ ხშირად იყვნენ პოლიტიკურად ძალიან გავლენიანი ფიგურები, მიუხედავად იმისა, რომ „საკუთარი სამინისტრო“ არ ჰქონდათ“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.
1777298134
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობი...
1777297873
ახალი ამბებიმათიკაშვილი: აშშ დღეს საუბრობს იმას, რაზეც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, ჩაერიონ სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და არჩევნებში
„ამერიკის შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმას, რაზედაც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია. ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩ...
1777297091
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია - ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება
ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით. კონკრეტულად ეს ადმინისტრაცია ამ ყველაფერზე ისედაც საუბრობდა. ერთადერთი, გასაკვირია ის, საქართველო რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, - ასე...
1777296381
საზოგადოებაეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და...
1777295322
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი: ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქი - ეს პრიორიტეტია
„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი...



























