ლევან მაჭავარიანი: აშშ „ფარას“ კანონმდებლობის მეტად გამკაცრებას ფიქრობს, ვინაიდან ეს კანონი ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „ფარას“ რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.
ასევე, მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოში მსგავს კანონზე აგორებული კამპანია უსამართლო იყო და გამჭვირვალობა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. დაგეგმილი ცვლილება უმრავლესობისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ სუვერენიტეტის დაცვა მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება.
„კიდევ უფრო გამკაცრებას ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები ამ კანონმდებლობის, ვინაიდან ეს კანონი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს.
როდესაც ჩვენ ვიღებდით ქართულ გამჭვირვალობის უმარტივეს 6-გვერდიან კანონს, რომელიც არის გაცილებით მსუბუქი, ვიდრე ამერიკული „ფარა“, მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი ელჩი, ქალბატონი დეგნანი, იდგა იმ უბინძურესი კამპანიის ავანგარდში, რასაც ეწოდა „რუსული კანონი“ და რამაც შეიყვანა ჩვენი საზოგადოება შეცდომაში.
თუმცა, გავიდა წლები და რასაც აანონსებდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში თითქოს ემიგრანტები ფულს ვერ გადმორიცხავდნენ, თითქოს ავკრძალავდით ენჯეოორგანიზაციებს, ავკრძალავდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს და ასე შემდეგ მსგავსი ბოდვები, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
1789677107
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს
„ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა ოპ...
1789675830
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, ძალიან ბევრი ფულია შეჭმული
„ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“. წამყვანმა ჰკითხა, რ...
1789675130
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება, შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში
„ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგ...
1789673487
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ აჭარაში მიმდინარე და...
1789670970
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“აღმ...































