ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ

იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში და ბერძენი ევროპარლამენტარის მწვავე გამოსვლის ვიდეოს აზიარებს.

„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი, ცეკვას განაგრძობენ.

ალაგ-ალაგ საღი აზრის ხმაც ისმოდა - რამდენიმე ევროპარლამენტარმა, ფონ დერ ლაიენის და მთლიანად ევრობიუროკრატიის დანაშაულები მკაცრად გააკრიტიკა.

იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან“, - აცხადებს შაქარიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789662162

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

2026 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს, რომელიც პირველი ოფიც...

მაკა ბოჭორიშვილი

1789660695

ახალი ამბები

ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს

„ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ე...

ინგა ფხალაძე

1789658385

მსოფლიო

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯთეფექტური გზაა

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყ...

ნორბერტ როტგენი

1789656882

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის, ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამოხვანჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული

„ძალიან საინტერესო ქეისია „ნამოხვანჰესის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...

შალამბერიძე

1789655894

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონა...

რევაზ სოხაძე