აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ხულო–ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია, სადაც ასფალტბეტონის საფარი უკვე 44 კმ-ზეა მოწყობილი, დარჩენილ მონაკვეთზე კი სამუშაოები გრძელდება. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2026–2027 წლებში იგეგმება.
გრძელდება ბათუმი (ანგისა) ახალციხის გზის რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში ასფალტბეტონის საფარი 8 კმ-ზე უკვე მოეწყო. სამუშაოების ღირებულება 20.6 მილიონ ლარამდეა. ასევე მიმდინარეობს ზომლეთი–ხიხაძირის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.
დასკვნით ეტაპზეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დანისპარაული–ველათი–მწვანე ტბის მიმართულებით განხორციელებული 6.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი. 5.2 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ცემენტბეტონის საფარი უკვე მოეწყო, დარჩენილ ნაწილზე კი სამუშაოები გრძელდება. განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
აჭარაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმი–სარფის ახალი, 11.3 კმ სიგრძის, მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომლის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 8 კმ სიგრძის გვირაბისა და სამი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი. ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს საქართველო–თურქეთის საზღვართან დააკავშირებს, გააუმჯობესებს სატრანზიტო მოძრაობას და განტვირთავს სანაპირო დასახლებებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ქობულეთის 2.1 კმ-იანი სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოები. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით კი მზადდება შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის დეტალური საინჟინრო პროექტი, რომელიც ქობულეთის ჩათვლით ცხრა პრიორიტეტულ ლოკაციას მოიცავს.
პროექტების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
1789662600
ახალი ამბებიეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე: საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე
„იმისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ ასევე საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას, რასაკვირველია, თანხვედრილად მზის და ქარის ელექტროენერგი...
1789662162
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
2026 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს, რომელიც პირველი ოფიც...
1789660695
ახალი ამბებიინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს
„ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ე...
1789658385
მსოფლიოგერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯთეფექტური გზაა
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყ...
1789656882
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის, ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამოხვანჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული
„ძალიან საინტერესო ქეისია „ნამოხვანჰესის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...































