ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა

ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ქალბატონმა, ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ თუ დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა, ამის და მიუხედავად როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე, რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხებოდა.
„მაკკეინის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით ისიც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ მათი დირექტორი, როდესაც ერთ-ერთ მედიას ინტერვიუს აძლევდა, მან დაუფარავად თქვა - კი, რა თქმა უნდა, საქართველო უნდა ჩართულიყო საომარ ესკალაციაში რუსეთთან. მერე რა, რომ რამდენი ათასი ქართველი დაიღუპებოდა ამით. ეს არის მათი შეხედულება.
ასევე, ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელია ამ ორგანიზაციის, ნუ დაგვავიწყდება 2024 წლის არჩევნებამდე გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ რომ გაიმარჯვებდა დიდი ანგარიშით, ამის და მიუხედავად, თუ როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა და ამ მუხტის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ მიერ გასაჯაროებული სიუჟეტის შემდეგ, „მაკკეინის ინსტიტუტის“ სკანდალმა სალომე ზურაბიშვილი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. მან ვრცელი განცხადებით სცადა იმის დასაბუტება, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მისი გადაწყვეტილება იყო და არა - დავალება.
1755873373
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა
„როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯ...
1755870290
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონ სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის - ფარიკაობის ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, სანდრო ბაზაძესა და 202...
1755868934
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკა...
1755868214
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7068 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1755867038
ახალი ამბებიმაჭავარიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში
„სამარცხვინოა, რომ ქალბატონი ამაღლობელი მოხსენიებული ჰყავთ მაგალითად, პალესტინაში ისრაელის მძევლების გვერდით და ა.შ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ჩაიდინა ქალბატონმა ამაღლობელმა, არსებობს ამისი ვიდე...