ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ასეთ გამარგინალებულ მდგომარეობაში არ მახსოვს, საკუთარ თავს ეს თავადვე დამართეს, ვინაიდან გარე ძალებისთვის მსახური, შეკვეთილზე ცეკვა ჩვენს მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ

ოპოზიციაში უბედურ დღეში არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოპოზიცია ასეთ გამარგინალებულ მდგომარეობაში არ მახსოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკუთარ თავს თავადვე დამართეს, ვინაიდან „გარე ძალებისთვის ამდენი მსახური და გარედან შეკვეთილზე ცეკვა ჩვენს მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ“.

„უკვე ყველა კარგად არჩევს თეთრს და შავს და იაზრებს, რომ მთლიანად ეს აგენტურული ოპოზიცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ გარე დავალებების მიხედვით იმართება. ეს ქართველებს ძალიან არ მოსწონთ.

დაფინანსება აქვთ შემცირებული, ვინაიდან ბატონმა ტრამპმა დაკეტა NED და USAID, ისინი დარჩნენ ბრიუსელიდან წამოსული ფულის ამარა. ეს ფული ერთმანეთში გასაყოფია და ახლა ერთმანეთს ხოცავენ, ვის მეტი შეხვდება.

ვინაიდან მათ გარე პატრონებს უნდა დაუმტკიცონ, ვინ წარმოადგენს საქართველოში „სერიოზულ ძალას“, რომელი რომელს დაჩაგრავს და ვინც მჩაგვრელი იქნება, იმ მჩაგვრელს თავიანთი გადმოსახედიდან უფრო მეტი დაფინანსება და პრივილეგიები შეხვდება.

საუბედუროდ, ყველა გაყიდულია. ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია, გარე პატრონებს ემსახურებიან და დაფინანსებას იღებენ კონკრეტული ფონდებიდან, შავი გზებით და მდიდარი „ენჯეოების“ გავლით. ამიტომ ჰქონდათ მოწყობილი ამხელა ისტერიკა გამჭვირვალობის უმარტივეს კანონზე, ვინაიდან ძალიან ბევრი შავი ხვრელი ამოექოლათ.

შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლები შავი ფული ტრიალებს დღეს ამ კანონებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, ისინი განულებამდე მიდიან, აბსოლუტურად ყველა პარტია. ეს პროცესი ბუნებრივიცაა, თუმცა ხელოვნურადაც დადგმულია გარკვეული სცენები. მაგალითად, ალიანსის შექმნა და ამ ალიანსში ამხელა ხმაურის ატეხა.

გარე პატრონებს სურთ, პარტია „ლელო“ და გახარიას პარტია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნონ, ჩვენს მოქალაქეებში დატოვონ ისეთი აღქმა, თითქოს ეს ორი პარტია დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებს და უფრო მეტი ფსონი დადონ ამ პარტიებზე 2028 წლის არჩევნებისთვის. თუმცა, ყველაფერი ყველამ კარგად გაშიფრა და ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ხვდება, რომ ეს პარტიებიც ანალოგიურია, როგორც დანარჩენი აგენტურული პარტიები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789028045

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იძირება. ვინც ამ გემზე შერჩა, მასთან ერთად ჩაიძირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგ...

გიორგი გაბუნია

1789027835

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღე...

ირაკლი კირცხალია

1789027147

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი

„თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პ...

გიორგი გაბუნია

1789024717

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში

10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

ამინდი

1789024002

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ პიკაქსის ბირთვულ ობიექტს დაბომბავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ირანის პიკაქსის მთას დაარტყას და თეირანს სიფრთხილისკენ მოუწოდა. „ჩვენ შევამჩნიეთ, რომ პიკაქსთან მცირე აქტივობაა. ირანს ვ...

ტრამპიტრამპი