ლევან მახაშვილი: პირადი დაპირისპირებებისა და შურისძიებების ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება ოპოზიციის მთავარი ღირებულებები, რომელიც იზომება ვალუტაში, ფულში, პიროვნულ სარგებელში

„ოპოზიციის სახე და ღირებულებები ნანახი გვაქვს, მათ შორის მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, სადამდეც მიიყვანეს ქვეყანა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, დღეს, პირადი დაპირისპირებებისა და შურისძიებების ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება მათი მთავარი ღირებულებები.

„ეს ღირებულებები იზომება ვალუტაში, ფულში, პიროვნულ სარგებელში. ასეთი ბედი უწერია ყველას, ვისთვისაც მეასეხარისხოვანია სახელმწიფო ინტერესები და პირადი გამორჩენის მიზნით არიან პოლიტიკაში. 40 მილიონის თემა ახლა ხომ არ დაწყებულა? ეს არის გაგრძელება მთელი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რომელსაც ჯერ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვაკვირდებოდით და ახლა ვითომ ოპოზიციაში ყოფნისას. ეს პოლიტიკური ცირკი ამ ყველაფრით არ დაწყებულა და არც დასრულდება. შეგვიძლია, ამ პროცესს ღიმილით ვუყუროთ და დავტკბეთ, რადგან ეს სახელმწიფოს წაადგება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789024002

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ პიკაქსის ბირთვულ ობიექტს დაბომბავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ირანის პიკაქსის მთას დაარტყას და თეირანს სიფრთხილისკენ მოუწოდა. „ჩვენ შევამჩნიეთ, რომ პიკაქსთან მცირე აქტივობაა. ირანს ვ...

ტრამპიტრამპი

1789022682

საზოგადოება

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუ...

გეკა გელაძე

1789020056

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან ეხმიანება, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვან...

პენიტენციური სამსახური

1789019196

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში ახალ დაპირისპირებაზე: ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება ამოტივტივდეს, რომელიც აქამდეც საეჭვო გარემოებებს უკავშირდებოდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომელიც მოასწავებს ე.წ. შავი ფულის გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებების ფონზე შესაძლოა ე.წ. შავი ფულისა და საარჩევნო მიზნებისთვის...

თორნიკე ჭეიშვილი

1789019116

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: სააკაშვილმა შუამავლის მეშვეობით ნიკა გვარამია გილაურთან გააგზავნა, თუმცა მიღებული თანხებით მხოლოდ საკუთარ პარტიას ასარგებლა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებები რადიკალური ჯგუფების დასასრულზე მიუთითებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამია ნიკა გილაურ...

ნინო წილოსანი