ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან იცვლება. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.

ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომანქანები მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, ისე ფილარმონიისკენ და მარცხნივ მოხვევით ჭოველიძის ქუჩაზე. ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე, მარცხნივ ფილარმონიის მიმართულებით.

იცვლება ამ მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტიც: ავტობუსები - N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 391, 397 და მიკროავტობუსები - N457, 472, 532, 540, 541 მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოხვდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. აქედან კი დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას კოსტავას ქუჩასთან დასაკავშირებლად ანალოგიურად გამოიყენებენ მარჯვენა სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის ორი გაჩერება იმოქმედებს - N8-თან და მის მოპირდაპირედ, ასევე, N14-თან და მის მოპირდაპირე მხარეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789029023

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: ტრაგიკული მდგომარეობაა... ეს ყველაფერი არის თავს მოხვეული, ე.წ. Deep State-ის მხრიდან იმისათვის, რომ ევროკავშირი ხელოვნურად დაასუსტონ

აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და მასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვა - თბილისში კვლავ შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებ...

ლევან მაჭავარიანი

1789028045

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იძირება. ვინც ამ გემზე შერჩა, მასთან ერთად ჩაიძირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგ...

გიორგი გაბუნია

1789027835

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღე...

ირაკლი კირცხალია

1789027147

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი

„თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პ...

გიორგი გაბუნია

1789024717

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში

10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

ამინდი