ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე
ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მან ისაუბრა იმაზეც, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება ამ მოვლენებთან დაკავშირებით არ არის გასაკვირი, რადგან ყველას ახსოვს, ვიზალიბერალიზაცია იქნებოდა თუ კანდიდატის სტატუსის საკითხი, ოპოზიცია დადიოდა და ამ პროცესს ხელს უშლიდა.
„ოთხივე ოპოზიციური პარტიის წერილი არსებობს, ოთხივე პარტიის ხელმოწერით ბრიუსელში რომ გააგზავნეს 2024 წლის წაგებული არჩევნების შემდეგ, სადაც იხვეწებოდნენ საქართველოს დასანქცირებას. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა არავის უკვირს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „იმედიც“ და „პოსტივიც" ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას.
„ქვეყნის გარეთ მიღებული ეს გადაწყვეტილებები არის მაშველი რგოლი, ერთი, რომ დაანახონ გარე ძალებმა, ვისაც ისინი ემსახურებიან, ამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, რომ მათ გვერდში დგანან და ცოტა ხასიათზე რომ მოეყვანათ. ფაქტობრივად ძალიან მოწყენილები არიან ისინი მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში. ნახეთ როგორი აჟიტირებულები იყვნენ, ღლიცინის რეჟიმში, გეგონება არჩევნები ჰქონდეთ მოგებული. არადა ჩვეულებრივი თავდასხმა მოხდა დამოუკიდებელ მედიაზე. დიდი არც არაფერი, ჩვეულებრივად გააგრძელებს „იმედიც" და „პოსტივიც" მაუწყებლობას. ეს აჟიოტაჟიც რით იყო გამოწვეული, ვერ ვხვდები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ელჩები ახლა თვითონვე ადასტურებენ იმას, რაზეც დიდი ხანია „ქართული ოცნება" საუბრობს, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით.
„თქვენ ხომ გახსოვთ, თავიდან ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნება" გვაბრალებსო, ჩვენ არ ვაიძულებთ საქართველოს, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთსო. მერე ორ რეზოლუციაში ჩაგვიწერეს და მოგვთხოვეს ეს. ახლა კიდევ სულ ნიღაბი აქვთ ჩამოხსნილი და უკვე ელჩები აკეთებენ ამ განცხადებებს. ეს ყველაფერი ერთი მხრივ ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო არ სჯეროდა „ქართული ოცნების", ახლა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი რწმუნდება იმაში, რომ ჩვენი ნაბიჯები იყო აბსოლუტურად უალტერნატივო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1772202679
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „...
1772200874
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე, მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი
ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე. მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღა...
1772200319
მსოფლიოჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“. „ირანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე...
1772199656
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისია შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკება, ქართველი ხალხი სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება
საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთო, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევრ...
1772198144
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...































