ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, დროა, გონს მოეგონ

„უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღებს ფულს.

„ასეთი ტიპის უსამართლობა ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. მათთვისაა კონტრპროდუქტიული. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ამ ინსტიტუტების მიმართ განწყობები მკვეთრად შეცვლილია, როდესაც ასეთ უაზრო რეზოლუციებს იღებენ. ძალიან ბევრი ტყუილია ჩაწერილი და რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯო უილსონის იდეებითაა გაჟღენთილი.

ყველამ ვიცით, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღებს ფულს. ეს FARA-ს დოკუმენტებითაა დამტკიცებული. იღებენ უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებულ რეზოლუციას და ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ.

ყოველი რეზოლუციიდან რეზოლუციამდე და უსამართლო გადაწყვეტილებიდან, განცხადებიდან შემდგომ უსამართლო გადაწყვეტილებამდე და განცხადებამდე საკუთარ რეპუტაციას იზიანებენ.

დროა, გონს მოეგონ, ვინაიდან ისეთ პროცესში არიან შესულები, საიდანაც უკან გამოსვლა ძალიან რთული იქნება და ქართველ ხალხთან ძალიან ბევრი ბოდიში ექნებათ მოსახდელი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783415330

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ „პოპკორნი“ და უყურეთ, მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე

„ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზაციაა, რომელსაც ამჟამინდელი მანიპულაციები არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიის...

თენგიზ შარმანაშვილი

1783414810

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: ჯო უილსონმა ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ, რეზოლუციის პროექტის...

ცოტნე ანანიძე

1783412556

ახალი ამბები

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლ...

შიო მესამე

1783410980

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს. მისი შეფა...

ააა

1783408277

ახალი ამბები

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით დღეს, 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით,...

 მოძრაობა დროებით შეიზღუდება