თენგიზ შარმანაშვილი: ვინმე თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ საქართველო ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს, მისი პრობლემაა, ვიდრე ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, საქართველო არავის ჭკუაზე გაივლის
ჯო უილსონი მომართულია იმისკენ, რომ რეზოლუციის პროექტები ყალბ ნარატივებზე დააფუძნოს. უილსონზე მეტ კომენტარს არასოდეს გავაკეთებ, რადგან არასერიოზული ადამიანია, მან საქართველოს ბევრი ცუდი გაუკეთა. ყველამ კარგად იცის და FARA-ს დოკუმენტებიდანაც ჩანს, ვის ლობირებს და რის სანაცვლოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს.
„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, მათი პატიმრობიდან გათავისუფლება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება და არა ვინმეს ზეწოლის საფუძველზე. ვინმე თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ საქართველო ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს, ეს მისი პრობლემაა. ვიდრე ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, საქართველო არავის ჭკუაზე არ გაივლის. ნათლად ვთქვით, რომ სახელმწიფო ჰუმანური ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის, მაგრამ ეს გარკვეულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს.
არ შეიძლება, სახელმწიფოს მიმართო და თქვა, არალეგიტიმურად მიგაჩნია და ახალ რევოლუციას მოამზადებ, ამის შემდეგ კი, ისევ ჰუმანურ ნაბიჯს ელოდე. ეს ყველაფერი არალოგიკურია. ჯო უილსონის ზეწოლები არავის გაათავისუფლებს. ეუთომ პირველად თქვა, არჩევნებზე გაყალბება იყოო. რამდენი წელი დასჭირდა? – ორწელიწად-ნახევარი. ეს დრო დასჭირდათ, რომ მიმხვდარიყვნენ, გაყალბება იყო? – მათ დამკვირვებლებს შენიშვნები ჰქონდათ, მაგრამ უარესს გაჩვენებთ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე.
რაც მთავარია, მათი მხრიდან ითქვა, რომ კონკურენტუნარიანი არჩევნები იყო და ჩატარებულად ითვლება. თურმე ახლა გონება გაუნათდათ და რაღაც გაყალბები ყოფილა. აქედანაც ჩანს, რომ რეზოლუციები ცრუ ნარატივებზეა აგებული, მას ყურადღებას არ ვაქცევთ და აღარც მივაქცევთ. ჩვენი რადიკალები არაფრის გამკეთებლები არიან და მათი ნატვრაა, იქნებ, უცხოელმა ბიძიებმა ხელისუფლება დაუმხონ და შემდეგ უთხრან, მართალია, თქვენ ქართველი ხალხი მხარს არ გიჭერთ და არაფრის გაკეთება იცით, მაგრამ მობრძანდით, დაბრძანდითო“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
1783417027
ახალი ამბებილარის სიმბოლო 12 წლისაა!
ლარის სიმბოლო 12 წლისაა! საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ზუსტად 12 წლის წინ, 2014 წლის 7 ივლისს, ეროვნული ბანკის საბჭომ ქართული ფულის, ლარის სიმბოლო - ₾ დაამტკიცა. ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს...
1783416547
მსოფლიომონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალის ცხედარი გვიან ღ...
1783415330
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ „პოპკორნი“ და უყურეთ, მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე
„ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზაციაა, რომელსაც ამჟამინდელი მანიპულაციები არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიის...
1783414810
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ჯო უილსონმა ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ, რეზოლუციის პროექტის...
1783412556
ახალი ამბებიიოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლ...































